„წყალტუბოს აკვაპარკი სჭირდება“ - გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი „Gino Paradise Tbilisi“ –ს დამფუძნებელი

„წყალტუბოს აკვაპარკი სჭირდება“ - გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი „Gino Paradise Tbilisi“ –ს დამფუძნებელი

access_time2019-12-02 12:30:29

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინება გადაწყვიტა, უნიკალური კურორტის მიმართ ინტერესი ამ დრომდე არ ნელდება.

 

კურორტზე ბიზნესის კეთებით სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და „Gino Paradise Tbilisi“ –ს დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძეც დაინტერესდა. ბიზნესმენმა კურორტი უკვე მოინახულა და ბიძინა ივანიშვილის პროექტს საინტერესო უწოდა.

 

კომერსანტთან საუბარში გიორგაძე აცხადებს, რომ შეეცდება კურორტის განვითარებაში თავის პატარა წვრილი შეიტანოს. ბიზნესმენი წყალტუბოში აკვაპარკს და მასზე მიბმულ სასტუმრო–spa wellness–ის ცენტრის მოწყობას გეგმავს.

 

„რამდენიმე დღის წინ წყალტუბოში ჩავედი და იქაურობა დავათვალიერე, სიმართლე გითხრათ სასწაული შთაბეჭდილებებით წამოვედი. წყალტუბოს ნამდვილად სჭირდება აკვაპარკი, ის რაშიც ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები ვართ. wellness და spa მიბმული წყალტუბოს შესაძლებლობებთან მე ვფიქრობ, უნიკალური პროექტი იქნება. ასე რომ, ჩვენ დიდი ალბათობით ამ პროექტში ჩავერთვებით. ამ ეტაპზე გეტყვით იმას, რომ აკვაპარკი ზამთარ-ზაფხულის სეზონზე იმუშავებს. გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში არაფერი მსგავსი არ არის, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა. მით უმეტეს მიბმული იქნება ტურისტულ სეზონთანაც. ასევე საინტერესოა  20 კმ-იანი დაშორება ქუთაისის აეროპორტთან“, - აცხადებს ნოდარ გიორგაძე.

 

ბიზნესმენი განმარტავს, რომ ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილთან წყალტუბოს აღორძინების საკითხზე  საუბარი არ ჰქონია, თუმცა, ამბობს, რომ მილიარდერს დიდი სიამოვნებით შეხვდება. კომერსანტის კითხვაზე შეიძლება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი გახდეს, ნოდარ გიორგაძე გვპასუხობს:

 

„მიჭირს იმის თქმა ვიქნები თუ არა პარტნიორი. მე როგორც ვიცი, იქ არის ორი კერძო მესაკუთრე, ვისაც უკვე გაკეთებული აქვს სასტუმრო, იქ არის დიდი სასტუმროებიც, რომლებიც გაყიდულია, თუმცა არ ვიცი ვინ არიან მფლობელები. მე ვნახე ადგილები, სადაც შეიძლება აკვაპარკი გაიმართოს და მე პირადად სიამოვნებით ჩავერთვები ამ პროექტში იმიტომ,რომ ნამდვილად სჭირდება რეგიონს ისეთი პროექტი, როგორიც  გვაქვს თბილისში და სლოვაკეთში“, - განმარტავს ნოდარ გიორგაძე.


 

„Gino Paradise Tbilisi“–ს დამფუძნებელი ამბობს, რომ წყალტუბო ფანტასტიკური ადგილია და მიიჩნევს, რომ თუკი კურორტს ინვესტორების მხარდაჭერა ექნება 4-5 წელიწადში ის სამოთხედ იქცევა.  კითხვაზე– აქვს თუ არა წყალტუბოს პოტენციალი გახდეს ბადენ-ბადენის კონკურენტი, ნოდარ გიორგაძე გვპასუხობს.

 

„ბადენ-ბადენი ამ ეტაპზე ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, როგორც მახსოვს მაშინ ბადენ-ბადენი არ იყო, არსებობდა წყალტუბო და მას ეს სიდიადე უნდა დაუბრუნდეს. კურორტი ნამდვილად იმსახურებს ამას. მე შევხვდი ადგილობრივებსაც და მინდა გითხრათ, რომ არამარტო ადგილია უნიკალური და შესანიშნავი, არამედ იქაური მოსახლეობა  არის ისეთი მოტივირებული, ისეთი კეთილგანწყობილები არიან, ისეთი პროფესიონალები, რომ  გაკვირვებული და გახარებული ვიყავი“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.

 

ბიზნესმენი ახლა სლოვაკეთში იმყოფება, სადაც პარტნიორებთან  და კოლეგებთან შეხვედრებს მართავს, განსახილველი საკითხი წყალტუბოა. ის მომავალ პოტენციურ ინვესტორებს კურორტს აცნობს და მოუწოდებს ამ საქმეში მონაწილეობა მიიღონ . ნოდარ გიორგაძე „კომერსანტთან“ საკუთარ გეგმებზეც საუბრობს.

 

მირჩევნია აკვაპარკი სუფთა მიწაზე ავაშენო და სხვა ვალდებულებებს არ ვიყო მიბმული, რადგან გარკვეულ შენობებს  თავისებური სპეციფიკა აქვთ, რომელიც აკვაპარკის სპეციფიკაში ვერ ჯდება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ იმ სიდიადის და სილამაზის შემყურემ რაც ვიხილე რომელიმე ობიექტი გარკვეული პირობით ავიღო. მე დღეს მასშტაბური პროექტისთვის მზად არ ვარ, ეს ჩემთვის მოულოდნელი თემა იყო, სულ სხვა გეგმები მქონდა. როდესაც მითხრეს ჩავედი და წყალტუბო დავათვალიერე  დიდი ემოციებით წამოვედი. დღეს პროექტში ჩართვა მარტივია, 5-6 წლის შემდეგ კი ძალიან რომ მოინდომო ადამიანმა შეიძლება ბიზნესის კეთების კუთხით თითიც ვეღარ შეყო. თუ ის მართლა გაკეთდება რაც მე იქ მოვისმინე, არ გამოვრიცხავ, რომ რეგიონული ბადენ-ბადენი გავხდეთ“, - განმარტავს ნოდარ გიორგაძე.

 

ნოდარ გიორგაძემ ბიზნესი სლოვაკეთში დაიწყო, მან 2014 წელს თბილისში აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი გახსნა.  კომპანია მცხეთაში და რაბათში სასტუმროებს ფლობს. გიორგაძე აკვაპარკის მშენებლობას ბაკურიანში გეგმავს, თბილისის ზღვაზე კი „ჯინო ფერედაისის მიმდებარედ 250 ჰექტარზე მინი-ქალაქი „ჯინო გრინ სითი შენდება.

 

შეგახსნებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან გამოისყიდის წყალტუბოს ყველა ობიექტს და პირადი სახსრებით ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციასა და კურორტის განვითარებას  დაიწყებს. 

 

ორი კვირის წინ საქართველოს მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, თუ რას იღებს სახელმწიფო თავის თავზე კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში. შედეგად, სახელმწიფოს მონაწილეობა ექვს პუნქტად ჩამოყალიბდა:

 

  • კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება;

 

  • კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება;

 

  • წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება;

 

  • კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა;


  • მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება;

 

  • კურორტის მთავარი სიმდიდრის - სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა;

 

ბაჩო ადამია





„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up