წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც არ დაწყებულა

წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც არ დაწყებულა

access_time2021-07-30 14:00:47

საქართველოს სავიზიტო ბარათი, საბჭოთა კავშირის რივიერა - წყალტუბო ისევ ახალი სიცოცხლის მოლოდინშია. კურორტის გაცოცხლება 30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო. წყალტუბოს განვითარება ვერც ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, არდა 2019 წლის ოქტომბერში  „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა „წყალტუბოს აღორძინების“ გეგმას ჩაუყარა საფუძველი. წელიწად-ნახევრის შემდეგ უნიკალურ სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით სავსე წყალტუბოში არაფერი შეცვლილა.

 

ივანიშვილი ამბობდა, რომ პროექტი პირადი სახსრებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და განადგურებული, უნიკალური სანატორიუმები წყალტუბოს ყოველდღიურობად რჩება.  „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა ლიდერმა თქვა ისიც, რომ ქალაქ წყალტუბოში ყველა სასტუმროს, ბალნეოლოგიური სააბაზანოს და ძველი სანატორიუმების შეძენას აპირებდა - საუბარია 22 სანატორიუმ- სასტუმროზე და 9 ბალნეოლოგიურ სააბაზანოზე. თუმცა, გასხვისებული ობიექტების სია არ გვინახავს. არადა, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ „პროექტის გარანტორი და დამზღვევი თავად იყო“ - რაც არ გაიყიდებოდა, იმ ობიექტებს „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე შეიძენდა. მმართველი გუნდის ყოფილი ლიდერის ამ განცხადების მიუხედავად ბიზნესი წყალტუბოთი არ დაინტერესებულა.

 

ამ დროის განმავლობაში კურორტის აღორძინებისთვის გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯი იყო ის, რომ ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფცია უნდა შემუშავებულიყო. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, კომპანია „ბაუ დიზაინმა“ გაიმარჯვა. კურორტს გენერალური გეგმის კონცეფცია 90 დღეში უნდა ჰქონოდა, თუმცა პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში 2021 წლის 8 თებერვალს შევიდა, რა დროსაც დოკუმენტის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის თარიღი 90 დღის ნაცვლად 104 დღით 2021 წლის 24 მარტამდე შეიცვალა.  

 

მეორე ცვლილება ხელშეკრულებაში 11 მარტს შევიდა, მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 134 კალენდარული დღით, არაუგვიანეს 2021 წლის 23 აპრილამდე განისაზღვრა.

 

მესამე ცვლილება, ხელშეკრულებაში 12 აპრილს შედის – ვადამ ამჯერად 159 დღით, 2021 წლის 18 მაისამდე გადაიწია.


 

მეოთხე ცვლილება ხელშეკრულებაში 18 მაისს შევიდა, რომლის მიხედვითაც, მომსახურების გაწევის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 204 დღით განისაზღვრა, არაუგვიანეს 2021 წლის 2 ივლისისა.

 

მეხუთე, ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში 2 ივლისს შევიდა, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის თარიღი 234 დღით 28 ივლისამდე განისაზღვრა.

 

როგორც „კომერსანტს“ „ბაუ დიზაინის“ დირექტორმა მიხეილ ბალიაშვილმა განუცხადა, წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე ჩააბარა. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოს ვებ-გვერდზე მიღება-ჩაბარების ხელშეკრულება ატვირთული არ არის.

 

ატვირთულია მხოლოდ ერთი ხელშეკრულება, რომელიც 23 ივნისით თარიღდება. დოკუმენტით ირკვევა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნაწილობრივი მომსახურება ჩააბარა, რომელიც გულისხმობს დაზუსტებული გეგმარებითი ერთეულის, განვითარების ხედვის, განვითარების სტრატეგიისა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას, ასევე საინვესტიციო ობიექტებისა და ტერიტორიების შესწავლა და განვითარების პარამეტრების დადგენას.

 

კომერსანტი შეეცადე გაერკვია როდის მიიღებს დოკუმენტი საბოლოო სახეს და როდის დაიწყება საჯარო განხილვები, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა მედიაჰოლდინგის ზარებს არ უპასუხა. უპასუხოდ დაგვტოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსმაც, რომელიც პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობს.

 

ფაქტი ერთია – უდიდესი მიზიდულობის ცენტრი ამ დრომდე ვერ შეიქმნა, მმართველი გუნდის წევრების განცხადებები, განცხადებებად დარჩა, 20 000-მდე ადამიანი წყალტუბოს სასტუმროების და ბიზნესის მომსახურებაში ვერ დასაქმდა. ქართული ბადენ-ბადენის შექმნის პროექტი პრაქტიკულად ჩავარდა.

 

ბაჩო ადამია

თეგები:
წყალტუბო



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up