წყალტუბოს გენერალური განაშენიანების გეგმა სავარაუდოდ, ოქტომბერში ექნება

წყალტუბოს გენერალური განაშენიანების გეგმა სავარაუდოდ, ოქტომბერში ექნება

access_time2021-09-14 22:00:00

წყალტუბოს გენერალური განაშენიანების გეგმა სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ექნება. კონცეფციაზე მომუშავე, კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინის“ ხელმძღვანელი მიხეილ ბალიაშვილი „ბიზნესპარტნორთან“ განმარტავს, რომ კომპანიამ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა, იყო საჯარო განხილვებიც და ახლა, მიღებული კომენტარების გათვალისწინების პროცესი მიმდინარეობს.


„ჩვენ წარვუდგინეთ დასრულებული ვერსია ჩვენს დამკვეთს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თავის მხრივ უწყებამ გადასცა საჯარო განხილვისთის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. საჯარო განხილვა სწორედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოხდა.


17 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ კომენტარების გათვალისწინება, გადავცემთ კომენტარების შედეგად შეცვლილ დოკუმენტაციას, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ამ კომენტარებზე პასუხებს. უკვე ამის შემდეგ დაველოდებით უწყებიდან მიღებაზე პასუხს.


თეორიულად, დოკუმენტაციის მიღებას კი 10 სამუშაო დღე სჭირდება, ოქტომბრის პირველ კვირაში უნდა დასრულდეს,“ - აცხადებს ბალიაშვილი.



როგორც ცნობილია, გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.


წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა ვერ წარმოაჩინა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებსა და შენობებს კვლავაც საპრივატიზაციოდ ამზადებს. როდის გამოიტანენ ობიექტებს გასასხვისებლად ეს ჯერჯერობით უცნობია.


„გენერალური განვითარების საკმაოდ საინტერესო გეგმა დაიდო. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სახელწიფო სანატორიუმებსა და შენობებს საპრივატიზაციოდ. საკმაოდ მიმზიდველია ეს ბიზნესისთცის. გეგმაზომიერად ხდება დევნილთა განსახლება. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ საპრივატიზაციოდ გამოვიტანოთ იქ არსებული შენობები სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებით. ბატონმა ბიძინამ მისცა ძალიან დიდი სტიმული ამ კურორტის განვითარებას“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.



business-partner.ge


თეგები:
წყალტუბო



ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი
access_time2021-09-25 10:00:51
გასულ კვირაში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. თბილისის მთავრობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას მესამედ ცდილობს. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ყველაზე მაღალი 13.5 მლნ ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების...


მსგავსი სიახლეები

up