გიორგი გახარია  - ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეს ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოს, მთლიანად იმერეთის რეგიონს

გიორგი გახარია - ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეს ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოს, მთლიანად იმერეთის რეგიონს

access_time2020-09-20 11:00:33

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წყალტუბოში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული.

„წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია. წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო, მაგრამ გარწმუნებთ, ეს დასრულდება. საერთოდ, საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული და ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ, ის შესაძლებლობა, რომელსაც წყალტუბო შექმნის დასაქმების, მკურნალობის, ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, იქნება უნიკალური, თუმცა ამას დასჭირდება 24-საათიანი მძიმე შრომის წლები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეს ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოს, მთლიანად იმერეთის რეგიონს და რა თქმა უნდა, საქართველოს. მიუხედავად იმ ფრთხილი მცდელობებისა, რაც ჩვენ გვქონდა წყალტუბოს განვითარებისთვის, ეს იმდენად დიდი და მასშტაბური პროექტია, რომ ყოველთვის გვიჭირდა მასთან შეხება, მისი წამოწყება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში, ყველანი ერთად ვნახავთ წყალტუბოს განვითარების, აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება.

„ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განსავითარებელი და ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავრობის ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იყო ბაკურიანის, გუდაურის, ბათუმის, კახეთის რეგიონის მიმართულებით, თუმცა მერწმუნეთ, წყალტუბოს ჯერი მოვიდა. ეს გადადება არ იყო იმით გამოწვეული, რომ წყალტუბოს მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდით. პირიქით, ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, თუ სრულად არ ვიქენით მზად იმისთვის, რომ ამას ხელი მოვკიდოთ, საერთოდ შეუძლებელია ამაზე საუბრის დაწყება. თუმცა, გარწმუნებთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და უახლოეს პერიოდში ყველანი ერთად ვნახავთ, წყალტუბოს განვითრების, აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „ნამახვანის" პროექტზე და განაცხადა, რომ ეს ენერგო-დამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.


„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, წყალტუბოში უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ენერგო-დამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი „ნამახვანის" პროექტი მიმდინარეობს, რომელიც არის 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და რომლის საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარია. ამ მშენებლობის ეტაპზე, გარანტირებულად არის 3 000 სამუშაო ადგილი ადგილობრივებისთვის და შემდგომ, ეს არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის დამატებითი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე უნდა დაიხარჯოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი პრობლემა და ამოცანა დღეს სამუშაო ადგილებია.

„ამიტომ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, ამ ეკონომიკური კრიზისის და პანდემიის შემდგომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, აღორძინება, რომ გარდა იმისა, რომ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს, სწრაფად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები.

არ უნდა დაგვავიწყდეს და წყალტუბოში ეს განსაკუთრებით ხმამაღლა უნდა ვთქვათ, ჩვენი დევნილები. მოგეხსენებათ, ყველაზე მინიმუმი რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს მათთვის არის ის, რომ იზრუნოს მათ სოციალურ მდგომარეობაზე, დააკმაყოფილოს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც, საუბედუროდ, სამშობლოში გახდნენ დევნილები, ელემენტარული საცხოვრებლით და ამ მიმართულებითაც წყალტუბოში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ წლის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ კიდევ 3 000 ოჯახს, რომელთაგანაც 2 000 იქნება ახალი საცხოვრებელი, 1 000 ადამიანს დაუკანონდება მისი დღევანდელი საცხოვრებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ადამიანი ყოველთვის იყო „ქართული ოცნების" ყურადღების ცენტრში.

„ჩვენი ბავშვები, რომელთა განათლებაზეც ვზრუნავთ და ამიტომ გვაქვს სისტემური რეფორმა განათლების სამინისტროში, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი საპენსიო უზრუნველყოფა და ამიტომ გამოვიტანეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არ არის დამოკიდებული არჩევნებზე და პარტნიულ ცვლილებებზე, არამედ კანონი განსაზღვრავს ყოველწლიურად პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას, ჩვენი მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები - ეს ის ხალხია, რომელზეც ყოველდღიური ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები უკეთესად მოემსახურონ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, წყალტუბოში, არ უნდა დაგვავიწყდეს საუბარი სოფლის მეურნეობაზეც იმიტომ, რომ უაღრესად ნაყოფიერი მიწა გაქვთ. ისევე, როგორც ბალნეოლოგია იყო წყალტუბოს ასეთი ნიშანი, ასევე სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგები იყო წყალტუბოსთვის დამახასიათებელი და წამყვანი, ყოველთვის. ჩვენ, აქ დავბრუნდებით უახლოეს მომავალში, კონკრეტული წინადადებებითა და პროექტებით, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აქ, პირველად საქართველოში, შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების კონკრეტული კლასტერი, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული კულტურების წარმოების და შემდეგ მათი გადამუშავების, დასაწყობების, დაფასოების და უცხოურ ბაზრებზე წვდომისთვის. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ქუთაისის აეროპორტს და ეს ინფრასტრუქტურა, ამ ზონაში მოეწყობა.

ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული ქვეყნისთვის, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ბევრი საქმე გვაქვს გასაგრძელებელი და დასასრულებელი. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 2012 წელს და უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა, იქნება ოქტომბრის არჩევნები. იქნება არჩევნების ხარისხი. იქნება ის, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში შეეძლება წარმოაჩინოს თავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კანდიდატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, რომელიც ამ რეგიონის შვილია, რომელმაც იმიტომ, რომ აქ მუშაობდა გუბერნატორად, ზედმიწევნით, ზუსტად იცის თითოეული სოფლის, რაიონის და რეგიონის პრობლემები, ის იქნება ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, რა თქმა უნდა ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფოს აშენება. გამარჯვებას გისურვებთ", - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up