„წყალტუბო უნდა იყოს მრავალფუნქციური, ფართო სეგმენტურ მოგზაურზე გათვლილი, ოთხი სეზონის მდგრადი და ინკლუზიური კურორტი“

„წყალტუბო უნდა იყოს მრავალფუნქციური, ფართო სეგმენტურ მოგზაურზე გათვლილი, ოთხი სეზონის მდგრადი და ინკლუზიური კურორტი“

access_time2022-07-05 23:00:00

სამკურნალო წყლები, გამორჩეული ბუნება, სტრატეგიული ლოკაცია, უნიკალური არქიტექტურა და გეგმარება, - ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც წყალტუბოს საერთაშორისო დონის, ოთხი სეზონის კურორტად აქცევს. ლევან დავითაშვილმა ამის შესახებ დღეს კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.


„წყალტუბოს საინტერესო მდებარეობა აქვს - ის ძალიან ახლოს ქუთაისთან, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბო - ეს ბალნეოლოგიური კურორტი ისტორიაში შეიქმნა სწორედ უნიკალური წყლის გარშემო. ეს არის როგორც თერმული, გაზური, ისე საკმაოდ რადიაქტიული წყლები. ეს არის მართლაც უნიკალური თვისებების წყალი, რომლის ანალოგიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ წლის განმავლობაში წყალტუბოში სამკურნალო-მინერალური წყალი მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში მსგავსი შემადგენლობის მქონე წყლისგან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ლევან დავითაშვილის განმარტებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბო არის კურორტი, რომელიც ადრე ოთხი სეზონის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა და ახლა სრული პოტენციალი არსებობს, რომ ეს წარმატებით დაბრუნდეს კურორტის ცხოვრებაში. მინისტრის თქმით, უნიკალური არქიტექტურა და გეგმარება ასევე განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს კურორტს - საბჭოთა პერიოდის ნეოკლასიკური სტილის არქიტექტურა და ე.წ. საბჭოური მოდერნიზმის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო მაგალითები, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.



„ეს იყო კურორტი საკურორტო გეგმარებით გამორჩეული რეკრეაციული, ბალნეოლოგიური სხვადასხვა ზონით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ არის შენარჩუნებული და ჩვენ შეგვიძლია ამის კარგად გამოყენება - ახალი გენგეგმის ფარგლებში ეს გათვალისწინებულია, მაგრამ ამასთან, თანამედროვე განვითარების დინამიკა არის სწორად დანახული. გამორჩეული არქიტექტურა თავის ხიბლს სძენს ამ კურორტს იმისთვის, რომ ჩვენ ისტორიულად ღირებული კულტურული მემკვიდრეობა გვქონდეს და წყალტუბომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი დიდი კურორტების გვერდით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


რაც შეეხება წყალტუბოს კიდევ ერთ უპირატესობას - ეს არის სტრატეგიული მდებარეობა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქუთაისთან და საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე, რაც განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს არეალი უნიკალური ბუნებით გამოირჩევა - აქ არის ძალიან ბევრი კარსტული მღვიმე, რაც ძალიან საინტერესო ტურისტული მარშრუტების განვითარების საშუალებას იძლევა. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ახლომდებარე ისტორიული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობა.


„ეს ყველაფერი, წყალტუბოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან უპირატესობებს ანიჭებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ სწორად მოვახდენთ ამ კურორტის განვითარებას, წყალტუბო დაიმკვიდრებს ადგილს იუნესკოს დიდი სპა-კურორტების გვერდით, როგორიცაა ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, მონტეკატინი ტერმე და ა.შ. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობები გააჩნია და სპეციალიზებულია კონკრეტული მიმართულებით. წყალტუბო უნდა იყოს მრავალფუნქციური, ფართო სეგმენტურ მოგზაურზე გათვლილი, მდგრადი და ინკლუზიური კურორტი, რომელიც მოგცემს ბევრი მიმართულების განვითარების საშუალებას. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, კურორტი ოთხივე სეზონის განმავლობაში მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ვიზიტორებითა და ტურისტებით დავტვირთოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.






იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up