წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტ პროექტს 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტ პროექტს 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება

access_time2020-09-25 15:00:00

,,რეგიონებში მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით სამუშაოებს აქტიურად ვახორციელებთ. რამდენიმე პროექტი უკვე დავასრულეთ, მათ შორის ქუთაისის და ჭიათურის წყლის ახალი სისტემის მშენებლობა და მოსახლეობა უწყვეტ წყლის მიწოდებაზე გადავიყვანეთ. ეს იყო ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები, ვინაიდან ათწლეულების განმავლობაში სისტემა იყო სრულიად ამორტიზებული და ოჯახებს წლების განმავლობაში სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდებოდა. დღეს, ეს პრობლემა აღმოფხვრილია“ – აცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია. ინფორმაციას  წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.



გიგა მანდარიას თქმითვე, ამ დროისთვის მიმდინარეობს 45- ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება დამატებით 70-მდე პროექტის განხორციელება.



,,უკვე დასრულებულია ზუგდიდის წყლისა და წყალარინების ქსელის, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, მათ შორის ურეკისა და ანაკლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. აქტიურ ფაზაშია სამუშაოები აბასთუმანში, ფოთში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში, სადაც ახალი, ევროპული სტანდარტების სისტემების მშენებლობისთვის ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.




რაც შეეხება დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ დაახლოებით 2021-2024 წლებისთვის ვგეგმავთ ქუთაისში წყალმომარაგების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სადაც 100 მილიონ ევროს დავხარჯავთ, იგეგმება ხაშურის წყალმომარაგების, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც, რომლისთვისაც დაახლოებით 65 მილიონ ევროა გამოყოფილი დონორი ორგანიზაციის მიერ. გარდა ამისა, წყლისა და წყალარინების სისტემები მოეწყობა სტეფანწმინდაში, ბაღდათში, სამტრედიაში, თელავში და ა.შ. მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტი პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდაჭრით ჯამურად 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება “ - აცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up