გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, გუდაურში შედგები მიღწეულია. ბაკურინში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომ იმ ადგილებში, სადაც იყო წყლის მიწოდების პრობლემა , უახლოეს პერიოდში წყალმომარაგება სულად აღუდგეს.
,,კომპანია რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ამ დღეებში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხრელად. გუდაურში წყალმომარაბების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის 24 საათიანი მუშაობის შედეგად, გაზრდილია წყლის დებიტი და შედეგად, ,,რედკოს დასახლება-ში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მოწყობა, რომ თავიდან ავიცილოთ მზგავსი ტიპის გართულებები’’-განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.
მისივე თქმით, გუდაურსა და ბაკურიანში კრიზისი ამ ეტაპზე გადალახულია და ეს კრიზისი იმ მენეჯმენტის პირობებში მოგვარდა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა.
,,დღეს, უბრალოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ წყალმომარაგების კომპანია. არსებული პრობლემა გამოწვეულია მშრალი კლიმატური პირობებით, რამაც გავლენა იქონია დებიტის შემცირებაზე. გამომდინარე აქიდან, შეიქმნა მოულოდნელი სიტუაცია და ვერანაირი კონპანია ან თუნდაც ხელმძღვანელი წინასწარ ვერ გათვლიდა ამ შედეგს. ჩვენ ვაპირებთ, როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში დეველოპერებთან მუდმივ კომუნიკაციას, იმისთვის რომ დავეხმაროთ და ერთობლივად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები საკურორტო ზონებში. ’’-აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი.