წყალმომარაგების კომპანია -ზუგდიდში წყლისა და წყალარინების  ყველა პროექტი შეუფერხებლად გრძელდება

წყალმომარაგების კომპანია -ზუგდიდში წყლისა და წყალარინების ყველა პროექტი შეუფერხებლად გრძელდება

access_time2020-04-13 13:39:16

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს.


წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ზუგდიდში ყველა პროექტი - წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს.


,,ამ დროისთვის, ზუგდიდში სამი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს. მშენებლობა ყველა ობიექტზე შეუფერხებლად, უსაფრთხოების წესის დაცვით გრძელდება. დაახლოებით 220 მილიონ ლარამდე საერთაშორისო ინვესტიცია განვახორციელეთ იმისათვის, რომ მალე ქალაქი სრულად გადავიყვანოთ 24 საათიან წყალმომარაგებაზე და წყალარინების გამართული სიტემით უზრუნველვყოთ. წყლის სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი უკვე დასკვნით ფაზაშია. ამ დროისთვის, ქალაქის 15 000-მდე აბონენტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა, ახალი ქსელი ოჯახებამდე მიყვანილია და მიმდინარეობს დარჩენილი 3 000 ოჯახის გამრიცხველიანება, რის შემდეგაც უკვე ზუგდიდი გადავა უწყვეტ წყალმომარაგებაზე. გარდა ამისა, წელს ქალაქს ექნება წყალარინების ახალი ქსელი და გამწმენდი ნაგებობა “-განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.



გიგა მანდარიას თქმით, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები, ასევე წყალმომარაგების კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტი და შესაბამისი სამსახურები, პროექტების მიმდინარეობას სისტემურად უწევენ მონიტორინგს, რათა ობიექტებზე კონტრაქტორების მხრიდან მაქსიმალურად იყოს დაცული დაწესებული რეკომენდაციები.




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up