წყალმომარაგების კომპანია - თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება

წყალმომარაგების კომპანია - თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება

access_time2020-01-24 11:10:39

თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო მოსახლეობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ზაზა სიხარულიძემ კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან და ქალაქ თელავის მერთან ერთად.
ადგილობრივებთან შეხვედრისას ქალაქ თელავის წყლის მიწოდების კუთხით გრაფიკის გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.


კომპანიის მენეჯმენტმა ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პირველი ნაწილით გათვალისწინებულ იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.


,,გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც მალე დაიწყებს სამუშაოებს და ზაფხულში დაასრულებს. პროექტით გათვალისწინებულია სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობა, კორპუსების შიდა სისტემების სრული მოწესრიგება და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება’’, - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას, ზაზა სიხარულიძემ.




უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი. ასევე, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები.
მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შედეგად, თელავის მოსახლეობა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება
access_time2020-09-19 17:00:43
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანელი ავტომწარმოებლები SUV-ი ავტომობილების კუპე ვარიანტის შექმნით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყველაფერი სადილეროებში ასეთი ტიპის ავტომანქანების მოთხოვნით იყო გამოწვეული. თუ თქვენ ასეთი ტიპის მანქანები არ მოგწონთ, მაშინ სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს. ეს საავტომობილო ტრენდი შეჩერებას არ აპირებს. მეტიც, გერმანელი ავტომწარმოებლები მეტოქეთა ახალ ნიშას პასუხგაუცემელს თითქმის არასდროს ტოვებენ. თქვენს წინაშეა Tiguan X-ი. ის Tiguan-ის კუპე ვერსიას...


მსგავსი სიახლეები

up