წყალბადის საწვავი - კიდევ ერთი აუთვისებელი რესურსი საქართველოში

წყალბადის საწვავი - კიდევ ერთი აუთვისებელი რესურსი საქართველოში

access_time2021-07-02 13:00:15

წყალბადი სამყაროში ყველაზე გავრცელებულია ელემენტია და მისი წილი ატომების რაოდენობაში 92%-ს უდროს. მზის მასის 73%-ზე მეტიც წყალბადია. ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მრისხხანე იარაღიც წყალბადის სინთეზზეა დამოკიდებული და მისი დამამგრეველი ძალა ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე 5000-ჯერ მეტია. წყალბადის ენერგიას მშვიდობიანი მიზნებითაც იყენებენ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით.


წყალბადი დედამიწაზე თავისუფალი სახით თითქმის არ გვხდება, სამაგიოროდ წყლის მოლეკულის 3 ატომიდან 2 წყალბადისაა. პლანეტის ზედაპირის 71% კი წყლითაა დაფარული. წყლის საერთო მოცულობა კი 1.39 მლრდ კუბური კილომეტრია. თეორიულად კაცობრიობას წყალბადის საწვავის კოლოსალური მარაგი გააჩნია, სირთულეს მისი მოპოვება წარმოადგენს, შედეგად თუ ელექტრომობილების წილი 1%-ს უახლოვდება, წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წილი ჯერ ისევ 0%-ის სიახლოევესაა. 2020 წელს შეერთებულ შტატებში 296 000 ელექტრომობილი და მასზე 316-ჯერ ნაკლები - 937 წყალბადზე მომუშავე ავტომობილი გაიყიდა. 2021 წლის დასაწყისის მდგომარეობით კი საერთო ჯამში შეერთებულ შტატებში 1.7 მლნ-ზე მეტი ელექტრომობილი და 9 ათასზე ნაკლები წყალბადის საწვავზე მომუშავე ელექტრომობილი იყო გაყიდული. მსოფლიო მასშტაბით მსგავსი პროპორცია დაახლოებით 10.8 მლნ 31 ათასზეა, ანუ ყოველ 1 წყალბადმობილზე 348 ელექტრომობილი მოდის.


მიზერული რაოდენობის ავტომობილების გარდა, წყალბადის საწვავზე გემები და მატარებლებიც მუშაობენ. ასევე არსებობს წყალბადის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებიც, მაგრამ ჯამურ გენერაციასი მატი წილიც უმნიშვნელოა.


საქართველოში ენერგიის მისაღებად წყალბადი არ იწარმოება, არ არსებობს წყალბადგასამართი სადგური და შესაბამისად წყალბადზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობაც 0-ს უდრის. თუმცა ქვეყანა 2020 წლის სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელმოწერით მწვანე წყალბადის წარმოების პროცესს მაინც შეუერთდა.



საქართველოსთვის წყალბადის საწვავის ათვისება ორმაგად მომგებიანია, ერთი ის, რომ დიდი ოდენობით ჰიდრორესურსი გააჩნია, რაც შეიძლება ნედლეულადაც განვიხილოთ და მეორე წყალბადის საწვავი განახლებად და ეკოლოგიურ ენერგიათა კატეგორიას განეკუთვნება. მწვანე წყალბადის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ წყლის დაშლისთვის სუფთა წყაროებისგან წარმოებული ელექტროენერგია იქნას გამოყენებული.


ფრანგულ მხარესთან პარტნიორობით საქართველოში მწვანე წყალბადის წარმოების პროექტი - HyGeorgia დავით ოთარაშვილს აქვს შემუშავებული, რომელიც დარგში 2030 წლამდე რეკორდულ - €11 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს.


როგორც დავით ოთარაშვილმა გასული წლის დეკემბერში ილიაუნის ZOOM-ის საჯარო ლექციაში განმარტა, ევროკავშირის მიზანია, რომ 2050 წლისთვის კარბონნეიტრალური გახდეს, რის მიღწევაშიც გაერთიანებას წყალბადი მნიშვნელოვნად დაეხმარება. მისივე განმარტებით წყალბადი საქართველოს ენერგოექსპორტის საშუალებას მისცემს.


დავით ოთარაშვილის თქმით, დღეს წყალბადის საწვავი ფასის მხრივ ქარსა და ბუნებრივ გაზს კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ გლობალური ტენდენცია უკეთესობისკენ იცვლება.


მზე ღამე არ ანათებს, მუდმივქარიანი რეგიონებიც ცოტაა, წყალი კი გაცილებით მეტი. წყლის დაშლის იაფი, უსაფრთხო და მარტივი ხერხის მიგნების შემთხვევაში წყალბადის საწვავს უსაზღვრო შესაძლებლობები უჩნდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up