paportal.aldagi.ge  - პორტალი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზღვეული თანამშრომლების პოლისები ონლაინ მართოთ

paportal.aldagi.ge - პორტალი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზღვეული თანამშრომლების პოლისები ონლაინ მართოთ

access_time2020-12-11 13:05:23

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს ევალებათ დააზღვიონ დასაქმებულები უბედური შემთხვევისგან. დაზღვევა სავალდებულო 2018 წლის 27 ივლისიდან გახდა. კომპანიებს, რომელთათვისაც დასაქმებულთა უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა სავალდებულოა, ალდაგი სპეციალურად მათზე მორგებულ პორტალს სთავაზობს. რატომ შეიქმნა  ახალი პლატფორმა და როგორ დაეხმარება ის ბიზნესს. საკითხზე ალდაგის მცირე და შაუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილების უფროსი, თამარ ძნელაძე საუბრობს. მისი თქმით, paportal.aldagi.ge -ზე კომპანიები თანამშრომელთა სადაზღვევო პოლისებს ქმნიან, ამატებენ ან აუქმებენ დაზღვეულ თანამშრომლებს, ამოწმებენ გადახდის გრაფიკებს , პრემიებს და ა.შ.

 

„პლატფორმა შეიქმნა იმისთვის, რომ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება, თავად მართონ თანამშრომელთა დაზღვევის პროცესი და განახორციელონ პოლისებისთვის საჭირო ყველა ოპერაცია. დღეს, როდესაც მომსახურება სრულად დისტანციურად ხორციელდება, ჩვენი ამოცანაა, იმდენად მოქნილი პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს, რომ მათ აღარ უწევდეთ დაზღვევის მენეჯერის დახმარება, ოფისში მისვლა, დანართების გაფორმება, დოკუმენტის აღება-ჩაბარება და ა.შ. პორტალის გამოყენება ძალიან მარტივია, ავტორიზაციის შემდეგ კლიენტი თვითონ ქმნის ან აახლებს პოლისებს, აგენერირებს რეპორტს, ამოწმებს გადახდის გრაფიკს და ა.შ.,“- ამბობს თამარ ძნელაძე.

 

„ჩვენი პროდუქტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ჩვენი ხელშეკრულება და შესაბამისად, პოლისები, სრულად შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნას, ყველა დეტალი და ნიუანსია გათვალისწინებული იმისთვის, რომ ჩვენი დაზღვეული კომპანია იყოს დარწმუნებული, რომ ზუსტად ის პოლისი აქვს შეძენილი, რომელიც მოთხოვნილია კანონით. ჩვენი დაკვირვებითა და პრაქტიკით, ძალიან ხშირია მსგავსი კომპანიების მხრიდან პოლისებში ცვლილებები, დაზღვეული თანამშრომლების გაუქმება, დამატება, პოლისის ცვლილების მოთხოვნები და მივედით იმ ეტაპამდე, რომ მიგვეცა მათთვის საშუალება და კომფორტი, რომ კომპანიებმა თავად შეძლებოდათ პოლისების მართვა. ამით ჩვენმა კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა გაციფრულებისკენ, რომელიც დაზღვევის პროცესს უფრო მარტივს და მოქნილს ხდის“, - განაცხადა თამარ ძნელაძემ.

 


 

თამარ ძნელაძე გვიყვება, რომ პორტალის თაობაზე კომპანიების უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია.

 

„გვაქვს უკუკავშირი, კომპანიები კმაყოფილები არიან და განახლების პროცესს უპრობლემოდ გადიან. ამ პორტალის აქტუალობიდან გამომდინარე, 2021 წელს ველით, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია გადავა პორტალის გზით პოლისების მართვის სქემაზე. კომპანიები თავიანთ თანამშრომლებზე ზრუნავენ, თავად იძენენ დასაქმებულთათვის დაზღვევას, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულისა და დამსაქმებლის ფინანსურ დაცვას. დაზღვევის არსებობა ასევე არის დაკავშირებული თანამშრომლის კმაყოფილების ზრდასთან. იგი ფარავს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, მსუბუქი დაზიანების შემთხვვევაში შრომის უნარიანობის დაკარგვას, ასევე უფრო სერიოზულ დაზიანებებს, დროებით და მუდმივ შრომისუნარიანობის დაკარგვას და ა.შ.“- განმარტავს თამარ ძნელაძე.


(R)


თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up