WSJ: თურქეთის ტურისტული ინდუსტრია მნიშვნელოვან თანხებს კარგავს

WSJ: თურქეთის ტურისტული ინდუსტრია მნიშვნელოვან თანხებს კარგავს

access_time2016-03-21 14:00:36

თურქეთის ტურისტული ბიზნესი ტერორისტების გააქტიურებისა და რუსეთის გადაწყვეტილებების ფონზე,რომელმაც მისი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ქვეყანას სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა, მნიშვნელოვან თანხებს კარგავს. ამის შესახებ The Wall Street Journal–ი წერს და აღნიშნავს, რომ დღემდე ტურიზმი იყო ერთერთი იმ მცირე დარგთა შორის, რომელთა მაჩვენებლებიც პოზიტიური იყო ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელების ფონზე – 3% წელიწადში, წინა ათწლეულების მანძილზე კი ზრდა 5%–ს შეადგენდა.


ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში ტურისტული სექტორი სწრაფად ვითარდებოდა, რისი ერთერთი მთავარი ფაქტორიც  რუსი დამსვენებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნა იყო. დარგის შემოსავლები 2001–დან 2014 წლამდე გასამმაგდა და რეკორდულ 34,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

 

ცენტრალური ბანკის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 19%–ით დაეცა. 2016 წლის სეზონისთვის სასტუმროების ჯავშნების რაოდენობა 40%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. სასტუმროების დატვირთულობა განახევრდა, ასობით სასტუმრო კი იყიდება.

 


თვითმფრინავის ჩამოგდების საპასუხოდ რუსეთის მიერ სავაჭრო შეზღუდვების დაწესების გარდა, ნეგატიური როლი შეასრულა თავად თურქეთის შიგნით არსებულმა დაძაბულობამ – ექსტრემისტები პერიოდულად ტერაქტებს აწყობენ მსხვილ ქალაქებში, რაც ტურისტებს აფრთხობს.

 

თურქეთის მიმართ სანქციების შემოღების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 2015 წლის 28 ნოემბერს გასცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 24 ნოემბერს, თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ–24 ჩამოაგდო. 

 

2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სავიზო რეჟიმი და აიკრძალა ჩარტერული რეისები რუსეთსა და თურქეთს შორის. განკარგულება ასევე ითვალისწინებს რუსეთში მთელი რიგი თურქული საქონლის შეტანის აკრძალვას. გარდა ამისა, რუსულ ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკაონ თურქეთში საგზურების გაყიდვისგან.

როგორც „კომერსანტი“ წერდა, სტამბოლში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ქართული ტუროპერატორების ნაწილმა თურქეთში ტურები გააუქმა. 


 



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...


მსგავსი სიახლეები

up