კორპორაცია Microsoft-მა სოციალური ქსელის TikTok ამერიკული განყოფილების შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის შესახებ The Wall Street Journal-იწყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელის ამერიკის ტერიტორიაზე შესაძლო აკრძალვის შესახებ განაცხადა და პოტენციურ ინვესტორებს მიანიშნა, რომ TikTok-ისამერიკული კომპანიის მიერ შესყიდვის წინააღმდეგია.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ საუბარი ამ ეტაპზე არ მიდის, მაგრამ Microsoft-მა და TikTok-ის მფლობელმა ByteDance პაუზის აღება გადაწყვიტეს, სანამ თეთრი სახლიდან დამატებით განმარტებებს არ მიიღებენ.
დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვის შესახებ 1-ელ აგვისტოს განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მანამდეც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ჩინური აპლიკაციები საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მომხმარებელთა ინფორმაციას შესაძლოა ჩინეთის სპეცსამსახურებს აწვდიან.
ივლისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ TikTok-ის შესყიდვაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა სოციალური ქსელი 50 მილიარდ დოლარად შეაფასეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებს შესყიდვის შესახებ Microsoft-იაწარმოებს.
imedinews