Google-მა რუსეთიდან თავისი თანამშრომლების უდიდესი ნაწილი გაიყვანა, ბევრი მათგანი დუბაიში გადასახლდა, წერს The Wall Street Journal (WSJ) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
გამოცემის ინფორმაციით, Google-ის ზოგიერთმა თანამშრომელმა რუსეთში დარჩენა და კორპორაციიდან წასვლა ამჯობინა. შესაბამისად, ახლო მომავალში კომპანიას რუსეთში თანამშრომლები აღარ ეყოლება.
როგორც WSJ–ის წყაროები ამბობენ, სულ მალე Google რუსეთში კომერციულ საქმიანობას შეწყვეტს.