WSJ ბრექსიტზე: ამიერიდან სუვერენიტეტი და ნაციონალიზმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა

WSJ ბრექსიტზე: ამიერიდან სუვერენიტეტი და ნაციონალიზმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა

person access_time2016-06-28 19:00:09

"ევროკავშირის დატოვებაზე ბრიტანეთის რეფერენდუმის გადაწყვეტილებით ჩრდილი მიადგა გლობალურ ეკონომიკას. რაოდენ მძიმეა შექმნილი ვითარება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გამოეხმაურება ბრიტანეთს დანარჩენი მსოფლიო, რომელიც იხელმძღვანელებს პირველ რიგში- პოლიტიკური მოსაზრებით და არა ეკონომიკურით" - ასე იწყება გაზეთ "უოლ-სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორი გრეგ იპი წერს:


"ბრიტანეთის რეფერენდუმიდან გამოსატანი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ამიერიდან სუვერენიტეტი და ნაციონალიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეკონომიკა. ცხადია, ეს გარემოება გარკვეულად იმოქმედებს პოლიტიკაზე, რომელიც ნაკლებად ღია იქნება, ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ეკონომიკურ ზრდას და რაც მთავარია, ნაკლებად პროგნოზირებადიც გახდება.


რეფერენდუმის შედეგის გამოცხადების შემდგომ ბრიტანული ფუნტისა და გლობალური ბაზრის დაცემა რა თქმა უნდა, მკვეთრი იყო, მაგრამ, არა- კატასტროფული. ჯერ-ჯერობით, უსაფუძვლოა შეშფოთება, თითქოს სიტუაცია მსგავსი იყოს იმისა, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებში "ლიმანის" საინვესტიციო ბანკის დაცემისა თუ ამას წინათ საბერძნეთის კრიზისის შემდგომ. ინგლისის ბანკი და ასევე სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები მზადყოფნას გამოქთვამენ - საგანგებოდ გამოუყონ კომერციულ ბანკებს კრედიტები იმ მოცულობით, რამდენიც მათ დასჭირდება ფულადი თანხების მოკლევადიანი დეფიციტის დასაფარად. შედეგად, ბრიტანეთის ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებლებმა კლება იწყო ზრდის ნაცვლად, რაც თავის თავად იმაზე მიანიშნებს, რომ ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნა იზრდება და კაპიტალი მასობრივად არ გაედინება.


მიუხედავად ამისა, საფონდო ბირჟებზე აქციების დაცემა ნიშანია ახალი რისკებისა, რომლებითაც გლობალური ეკონომიკური პროგნოზები აღინიშნება. ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გაურკვეველი ხდება შემდგომი ორი თუ მეტი წელიწადი, რაც ბრიტანეთს დასჭირდება დანარჩენ მსოფლიოსთან სავაჭრო შეთანხმებების გადასახედად, ასევე იმ ახალი ხელშეკრულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც ევროკავშირის წესდებებს ჩაანაცვლებს. უნდა ითქვას, რომ პროგნოზებში გაურკვევლობამ უკვე დათრგუნა ბიზნეს-ინვესტიციები.  


ეკონომისტების ვარაუდით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა, ანუ "ბრექსიტი" ქვეყნის ეკონომიკას მთლიანი შიდა პროდუქტის 1-დან 6 პროცენტამდე დაუჯდება. ეს სხვა არაფერია თუ არა მოსალოდნელი ზომიერი შენელება, ან უარეს შემთხვევაში- ღრმა რეცესია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი წინასწარმეტყველებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შედეგად, გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2 პროცენტი გამოაკლდება" - ნათქვამია გაზეთი სტატიაში.  



სტატიაში ვკითხულობთ:


"ეკონომიკური პროგნოზები მაინც პროგნოზებად რჩება. ეს უკანასკნელი ვერ გაითვალისწინებს "ბრექსიტის" ყველა შესაძლო შედეგს. რეფერენდუმში აშკარად ჩანს ორი პარალელური ტენდენცია. ერთია ანტი-ისტაბლიშმენტის სულ უფრო მზარდი სენტიმენტები, ხოლო მეორეა გლობალიზაციისგან უკუსვლა.


უნდა აღინიშნოს, რომ გლობალიზაციის რევერსი ჯერ კიდევ 2008 წელს შეინიშნებოდა. ეს იყო დრო, როცა გლობალური ფინანსები გაჩერდა, ხოლო დოჰაში სავაჭრო ბარიერების დაშვებაზე მოლაპარაკების მორიგმა რაუნდმა კოლაფსი განიცადა. ამას მოჰყვა სუვერენული ვალის კრიზისი, რამაც ლამის დააქცია ევრო- ევროკავშირის მნიშვნელოვანი მიღწევა.


ამ კრიზისებმა, რომლებსაც დაემატა ეკონომიკური დამყაყება, კიდევ უფრო გააძლიერა გულაცრუება არსებული პოლიტიკური წესრიგით. მაგრამ დღეს, მდგომარეობას ამძიმებს ახალი ფაქტორი - რეაქცია შეუკავებელ იმიგრაციაზე, პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში ისლამური ტერორიზმის ტალღის შედეგად. ამგვარად, პოპულიზმის ცენტრალურ ადგილს უკვე იმიგრაციისა და ტერორიზმის თემა იკავებს.   


ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმი გახდა პირველი შემთხვევა ომისშემდგომ ევროპაში, როცა განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებმა ხმა მისცეს გასვლას თავისუფალი ვაჭრობის სფეროდან.


"ბრექისიტმა" შესაძლოა დააჩქაროს გასვლა პოლიტიკური და ეკონომიკური კონსენსუსიდან მსოფლიოს ქვეყნებში. ისტორიაში მოიპოვება მაგალითები ჯაჭვისებური რეაქციისა. გავიხსენოთ თუნდაც 1980-იანი წლების მიწურულს აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დაცემა; 2000-იან წლებში ლათინურ ამერიკაში მემარცხენე პოპულიზმის აღზევება და ბოლოს, არც თუ ისე დიდ ხმის წინ მომხდარი ე.წ. "არაბული გაზაფხული".


უნდა ითქვას, რომ ბრიტანეთის მოვლენებმა გარკვეულად შეაგულიანა კიდეც ნიდერლანდებსა და საფრანგეთში მემარჯვენე-რადიკალური პარტიები, რომლებიც დღეს უფრო ენერგიულად მოითხოვენ რეფერენდუმების გამართვას ევროკავშირში თავიანთი ქვეყნების ყოფნა-არყოფნაზე, რამაც შესაძლოა კვლავ დააყენოს სერიოზული რისკის ქვეშ ევროკავშირის ვალუტა- ევრო" - სწერს გაზეთი "უოლ-სტრიტ ჯორნალი".  




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up