WSJ - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის კომპენსაციიდან შესაძლოა, ვერაფერი მიიღოს

WSJ - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის კომპენსაციიდან შესაძლოა, ვერაფერი მიიღოს

access_time2022-06-23 14:00:00

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის საქმიდან კომპენსაციის სახით შესაძლოა, ვერაფერი მიიღოს. ბანკის სიცოცხლის დაზღვევის (Credit Suisse Life) ბერმუდის განყოფილების იურისტებმა კანონში ხარვეზი იპოვეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ივანიშვილისთვის 607 მლნ დოლარის გადახდას ბანკს თავიდან ააცილებს. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს.


როგორც WSJ წერს, ბიძინა ივანიშვილის ზარალი კომპანიის ანგარიშიდან ადგილობრივი კანონმდებლობის თავისებურებების გამო ვერ დაიფარება. საქმე ისაა, რომ 2000 წლიდან ბერმუდში მოქმედებს კანონი ცალკეული ანგარიშების მქონე კომპანიების შესახებ (Segregated Accounts Company-SAC), რომელიც ორგანიზაციის აქტივებისა და ვალდებულებების სხვადასხვა ანგარიშებად დაყოფის საშუალებას იძლევა. ეს კანონი იცავს ანგარიშის მფლობელებს მათი აქტივების გამოყენებისგან მზღვეველების ან სხვა კომპანიების წინააღმდეგ პრეტენზიების მოსაგვარებლად, რომლებიც კლიენტების ცალკეულ (სეგრეგაციულ) ანგარიშებს მართავენ. ამის შესახებ Credit Suisse Life Bermuda-ს ადვოკატმა, ჯონათან ქროუმ 21 ივნისს სასამართლოშიც განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა ივანიშვილის ზარალი აღიარა. WSJ წერს, რომ „თუ სასამართლო Credit Suisse Life Bermuda არგუმენტს ღირებულად ჩათვლის, ივანიშვილს შესაძლოა, 607 მლნ დოლარიდან არაფერი შეხვდეს.“


გამოცემას ივანიშვილის მხარის არაგუმენტიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, „Credit Suisse-ის განყოფილება ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში იყო მზად, თანხა გადაეხადა და კომპენსაციის ოდენობა სასამართლოში საბოლოო დასამტკიცებლადაც შეათანხმა. ამდენად, Bermuda-ს ადვოკატებმა ან განზრახ არ წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები ბოლო მომენტამდე ან ეს არგუმენტები მათ გვიან გაახსენდათ.“



Bloomberg-იც წერდა, რომ „ბერმუდის სასამართლო პროცესი მილიარდერსა და ბანკს შორის დაპირისპირებაში გადამწყვეტია, რადგან ამან შესაძლოა, შექმნას პრეცედენტი სხვა კლიენტებისთვისაც. როგორც Le Figaro-სგან ახლახან გახდა ცნობილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მსგავსად, Credit Suisse-ს ანალოგიურ საქმეზე რუსი მილიონერი, ვიტალი მალკინიც უჩივის და აცხადებს, რომ ბანკის ყოფილი მენეჯერის თაღლითური ქმედებების გამო 515,55 მლნ დოლარი (491 მლნ ევრო) იზარალა.


რაც შეეხება თავად ივანიშვილის ზარალის ოდენობას, Bloomberg-ის ცნობით, Credit Suisse-ის საქმეში მისმა ზარალმა, ახალი შეფასებით, 10%-ით მოიმატა და მარტის მაჩვენებელ 553 მლნ დოლარიდან 607 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ზარალის ახალი ოდენობა ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნის მიერ 21 ივნისს გამართულ მოსმენაზე დასახელდა. მან მარტში სასამართლო საქმის ორივე მხარის ბუღალტრებს დაავალა, ბიძინა ივანიშვილის ზარალი ზუსტად შეეფასებინათ, მანამდე კი მოსამართლეს ეს ზარალი 553 მლნ დოლარად ჰქონდა შეფასებული.


Forbes Real-Time-ის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.


წყარო: bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up