ინტერნეტგაყიდვების გიგანტი Amazon-ი ხელის სკანირებით გადახდის სისტემაზე მომუშავე ტერმინალებს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
მათი განცხადებით, Amazon-ის პროექტი ჯერჯერობით დაწყებით სტადიაზეა. კომპანია ახალი ტიპის ტერმინალების კაფეებში და სწრაფი კვების რესტორნებში განთავსებას გეგმავს. Amazon-მაუკვე მიმართა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა Visa-ს და ტერმინალების ტესტირებაში დახმარება სთხოვა.
პროექტით ასევე დაინტერესდნენ ბანკები JPMorgan Chase-ი, Wells Fargo და Synchrony Financial-ი, რომლებთანაც Amazon-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს.
Imedinews