პოპულარული კომპიუტერული თამაშის World of Tanks კომპანია Wargaming რუსეთისა და ბელარუსის ბაზრებზე საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
კომპანიამ გადაწყვიტა, რომ უარს ამბობს ამ ქვეყნებში ბიზნესის ქონასა და მის მართვაზე და Wargaming უკვე ხურავს თავის სტუდიას მინსკში. „კომპანია ამ პროცესიდან არც დღეს მიიღებს მოგებას და არც მომავალში. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ მნიშვნელოვან ზარალს ველოდებით“, – აცხადებენ Wargaming–ში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიამ 31 მარტს რუსეთსა და ბელარუსში თავისი სათამაშო ბიზნესი კომპანია Lesta Studio–ს გადასცა მართვაში, რომელსაც აღარ აქვს კავშირი Wargaming–თან.