World Class - ის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ფიტნეს კლუბი დროებით წყვეტს მუშაობას რადგანაც კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა:
„ძვირფასო კლუბის წევრებო,
World Class-ის ადმინისტრაცია გაცნობებთ, დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რომ კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19 ინფიცირება, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იმყოფება თვითიზოლაციაში.
ყოველგვარი სამომავლო რისკების თავიდან ასაცილებლად, ხვალ დილიდან, World Class-ის დარბაზი დაიხურება, რათა მოხდეს ტერიტორიის სრული დეზინფექცია, ხოლო ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება PCR ტესტირება. World Class მუშაობას განაახლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ყველა თანამშრომლის ტესტის პასუხი და დავრწმუნდებით კლუბის უსაფრთხოებაში.
საწევროები შესაბამისი დროით გაიყინება.
აქვე გაცნობებთ, რომ გასულ კვირაშიც, ისევე როგორც პანდემიის პირველივე დღეებიდან მოყოლებული, კლუბის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ტარდება სრული სადეზინფექციო სამუშაოები კლუბის წევრებისთვის უსაფრთხო სავარჯიშო გარემოს უზრუნველსაყოფად.
კლუბი კონტაქტზეა და თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, საზოგადოებას კი დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
World Class-ის ადმინისტრაცია - ნათქვამია განცხადებაში.