პანდემიის განმავლობაში საქართველოში 1000 ტონამდე სარეალიზაციო თაფლი დაგროვდა

პანდემიის განმავლობაში საქართველოში 1000 ტონამდე სარეალიზაციო თაფლი დაგროვდა

access_time2022-05-20 16:00:57

თაფლის ექსპორტი იზრდება, მაგრამ ქართველი მეფუტკრეების დიდ ნაწილს რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც უჭირს. როგორც კომპანია ,,მეთაფლიას“ დამფუძნებელი, მეფუტკრე როლანდ ზირაქაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, წლობით დაგროვილი მარაგი დაახლოებით 1000 ტონამდეა, რის გაყიდვასაც მეწარმეები ვერ ახერხებენ.


ერთ-ერთი პრობლემა თაფლის საბითუმო ფასია. როგორც ზირაქაშვილი ამბობს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბითუმო ბაზარზე თაფლის ფასი არ შეცვლილა და ამ ეტაპზეც 6-10 ლარის ფარგლებშია.


,,ქართულ ბაზარზე გაყიდვები ძალიან მცირეა, სამკურნალო დანიშნულების გარდა, იშვიათად ყიდულობს ხალხი. მიწოდება სჭარბობს მოთხოვნას და ფასიც დაბალია. ალბათ, დარეგულირდება ეს სიტუაცია და პრობლემაც  თანდათან მოგვარდება. თაფლის  საბითუმო ფასი ფასი 6 ლარიდან იწყება და 8-10 ლარს არ აჭარბებს ანუ რა ფასადაც იგი დაახლოებით 10 წლის წინ იყიდებოდა. საცალო ვაჭრობაში ამას ემატება სამეწარმეო  ხარჯი, რაც მთლიანობაში პროდუქტს აძვირებს. ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, საბითუმო ფასი ევროპის ქვეყნებში 2-3 დოლარის დონეზეა, ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს. ამ დროს მეფუტკრეობა არ გაჩერებულა, კარანტინის პერიოდშიც ვმუშაობდით. შრომა ისევ უშედეგოა, რადგან რეალიზაციის დიდი პრობლემაა. მთლიანობაში,  ადგილობრივი მეფუტკრეების ყველაზე დიდი გასაჭირი რეალიზაციაა, 1000 ტონამდე გაუყიდავი მარაგია დარჩენილი. სიძველე კი ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს და ცხადია, ფასზედაც“, - ამბობს როლანდ ზირაქაშვილი ,,კომერსანტთან“.

 

რაც შეეხება საცალო ბაზარზე ფასს, 1 კგ. თაფლი დახლებზე საშუალოდ 25-30 ლარი ღირს. 



დადებითი დინამიკაა თაფლის  ექსპორტთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, პროდუქტი ქვეყნის გარეთ მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.  


ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,  2022 წლის იანვარ-მარტში თაფლის ექსპორტი 103%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს პირველ 3 თვეში ქვეყნიდან 50,11 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (171,1 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 24,69 ტონა პროდუქტი (73,62 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა.

 

მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up