2023 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა, რაზეც ძირითადი გავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში მოქცეული პროდუქტები გაძვირდა, საუბარია 15%-იან ზრდაზე, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე დიდი 26.5%-იანი გაძვირდა დაფიქსირდა ბოსტნეული-ბაღჩეულის მიმართულებით და ასევე პურპროდუქტების მიმართულებით სადაც ზრდამ 22.8 პროცენტი შეადგინა.
- საანგარიშო პერიოდში პროდუქტების გაძვირების შემდეგი მაჩვენებლები დაფიქსირდა:
- ბოსტნეული და ბაღჩეული (26.5 პროცენტი),
- პური და პურპროდუქტები (22.8 პროცენტი),
- ყავა, ჩაი და კაკაო (17.1 პროცენტი),
- რძე, ყველი და კვერცხი (16.7 პროცენტი),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (16.5 პროცენტი),
- თევზეული (13.0 პროცენტი),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.4 პროცენტი),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.7 პროცენტი),
- ზეთი და ცხიმი (4.7 პროცენტი);
ინფლაციაზე 1.38%-იანი ასახვა ჰპოვა შემდეგმა მიმართულებებმა: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი. მთლიანობაში ჯგუფში ფასების 13.1 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (40.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1 პროცენტი);
5.2%-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფში, რაც 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5 პროცენტი).