ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება მომდევნო წლის პირველ კვარტალში იქნება თვალსაჩინო - თიბისი კაპიტალი

ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება მომდევნო წლის პირველ კვარტალში იქნება თვალსაჩინო - თიბისი კაპიტალი

access_time2022-12-05 13:45:52

ნოემბრის ინფლაცია ჩვენს მოლოდინებზე მაღალი იყო, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში. მათივე განმარტებით, მაშინ, როდესაც მომსახურების ფასების დინამიკის უფრო გვიანი დანორმალიზება მათი საბაზო სცენარია და ამ მხრივ ფაქტობრივი და საპროგნოზო მაჩვენებლები იდენტურია, საერთაშორისო ბაზრებზე არაერთი საქონლის გაიაფების ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემა, ახლა მხოლოდ მცირედით, თუმცა როგორც ჩანს ჯერ კიდევ მოსალოდნელია.


„მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის ინფლაციის შემცირების პროგნოზი კვლავ ძალაშია. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკვე ფაქტობრივი, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლები სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი შემცირების დინამიკას აჩვენებს. საკუთრივ, ნოემბრის ყოველთვიური ინფლაციის 0.5%-იანი ნიშნული, სეზონური შესწორების გათვალისწინებით დაახლოებით 0.3-0.4%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 5%-იანი წლიური ინფლაციის ტოლფასია. უფრო მეტიც, ოქტომბერში ანალოგიური მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო. შესაბამისად, მსგავსი დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, რაც ჩვენი აზრით სწორედ საბაზო სცენარია, წლიური ინფლაცია, რომელმაც ოქტომბერში 10.6%, ხოლო ნოემბერში 10.4% შეადგინა, გაანგარიშებიდან მაღალი საბაზო ეფექტის გასვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება.



ამ, უფრო ტექნიკური დეტალების გარდა, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემდგომ დანორმალიზებას და ასევე, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ბევრად უფრო ზომიერ ნიშნულს ეყრდნობა. საკუთრივ, ძირითადად მაღალი საბაზო ეფექტის გამო, და ასევე გლობალური რეცესიის რისკის გათვალისწინებით, ზრდა დაახლოებით 10%-დან, როგორც ჩანს დაახლოებით 3.5%-მდე ან შესაძლოა უფრო მეტადაც შემცირდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ წლიურ გამოხატულებაში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება, უკვე მომდევნო წლის პირველ კვარტალში იქნება თვალსაჩინო. მიმდინარე წელს კი, ოქტომბრის 8.3%-იანი ზრდის მსგავსად, კვლავ უფრო მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდება. ასევე საყურადღებოა, რომ რეალური საკრედიტო აქტივობა, ყველა საზომით უკვე მკვეთრად შენელებულია. ამდენად, მართალია 2023 წლის საშუალო ინფლაციის ჩვენი ადრინდელი, 4%-იანი პროგნოზი სავარაუდოდ გასაზრდელია, თუმცა მხოლოდ მცირედით. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მხრივ, ჩვენი მოლოდინი უცვლელია და პირველ შერბილებას კვლავ მარტში ვვარაუდობთ“,  აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გავრლებულ ინფორმაციაში. 




USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up