წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდება ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას მიენიჭა

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდება ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას მიენიჭა

access_time2018-12-11 11:14:46

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ჭარაია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად იქნა დასახელებული.


ვახტანგ ჭარაია ამჟამად რამდენიმე ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენელია. კერძოდ, ის გახლავთ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი; საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; ჰარვარის ბიზეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის აფილირებული ლექტორი; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონტრაქტორი; საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტიპენდიანტი; სკოპუსის ბაზაში შემავალი შვედური ჟურნალის Central Asia and the Caucasus თანარედაქტორი; ბრიტანული ორგანიზაცია International Alert-ის ექსპერტი-ეკონომისტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი და 3 სხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საქართველოში. ვახტანგ ჭარაია სისტემატიურად კითხულობს ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ატარებს ტრენინგებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც.


ვახტანგ ჭარაიას სხვადასხვა დროს უსწავლია და სტაჟირება გაუვლია შემდეგ დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ანგარიშებისა და ფინანსების სახელმწიფო ინსტიტუტში (ინდოეთი), პასაუს და ბრემენის უნივერსიტეტებში (გერმანია), პეტერბურგის ევროპულ უნივერსიტეტში (რუსეთი), ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ჩინეთი); ჯორჯ ვაშინგტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში (აშშ).



მას მონაწილეობა მიუღია 50-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში. მის ანგარიშზეა ევროკავშირის, ცალკეული სახელმწიფოებისა და ათეულობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები, სტიპენდიები, ჯილდოები და მადლობის წერილები. ვახტანგ ჭარაიას სხვადასხვა ენებზე გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ჟურნალებში, არის 2 მონოგრაფიის ავტორი. ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური ეკონომიკური საკითხების ანალიზში, რის გამოც მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო დონის ღონისძიებებში. ვახტანგ ჭარაიას ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 


კომერსანტი




ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up