„წლის დასაწყისთან შედარებით, ლარი დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა“-„საზოგადოება და ბანკები“

„წლის დასაწყისთან შედარებით, ლარი დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა“-„საზოგადოება და ბანკები“

access_time2020-04-03 15:45:10

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, COVID19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახება რეგიონზე და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე. მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინდიკატორია გაცვლითი კურსი, რომელიც, გარკვეული სახით, ქვეყნის სავაჭრო კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია მსოფლიო ბაზარზე. წლის დასაწყისიდან ლარი ინარჩუნებდა პოზიციებს დოლართან მიმართებაში. მას შემდეგ, რაც ეპიდემია გაძლიერდა და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დაიწყო ეკონომიკური რყევები, ამას დაერთო ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა.



რა ფაქტორები მოქმედებენ ლარზე?


• ტურიზმი - მას შემდეგ, რაც ქვეყნების დიდი ნაწილი ერთმანეთის მიყოლებით ჩაიკეტა და ტურისტული მიმოსვლები შეწყდა (თებერვლის ბოლო), ლარმა მყისიერად დაიწყო გაუფასურება.


• საერთაშორისო გზავნილები - უდიდესი წილი რუსეთიდან და იტალიიდან შემოდის. იტალიაში ეპიდაფეთქების გამო შეწყდა ეკონომიკური აქტივობა, შესაბამისად, საქართველოსკენ ფულადმა ნაკადმაც საგრძნობლად იკლო. ნავთობის ფასის დრამატულმა ვარდნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკაზე, შესაბამისად გზავნილებზე, ლარი მის ტრენდს მარტის დასაწყისიდანვე აჰყვა და გაუფასურდა.



• ექსპორტი - თებერვლის ბოლოდან მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობების შემცირების შესაბამისად შემცირდა მოთხოვნა ქართულ ექსპორტზეც.


• იმპორტი - მასობრივი გაურკვევლობისა და იზოლაციის ფონზე შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა იმპორტის კლებას განაპირობებს, რაც თავის მხრივ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის ნაკადების გადინებას ამცირებს.


ამ ყველაფერს თან დაერთო გაურკვევლობა ბაზარზე. მარტის დასაწყისიდან ნეგატიური მოლოდინების გამო, დოლარის პანიკური შესყიდვა დაიწყო, რასაც ლარის ზედმეტად გაუფასურება მოჰყვა და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა.


ნეგატიური მოლოდინების ჩასაქრობად და ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოიწვია ლარის კურსის გამყარების ტენდენციით წასვლა და დღეს ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ითაა გაუფასურებული, წლის დასაწყისთან შედარებით. რეგიონში ყველაზე გაუფასურებული ვალუტა რუსული რუბლია, დაახლოებით 26%. თურქული ლირა დაახლოებით 11%-ით არის გაუფასურებული, ხოლო სომხური დრამი შედარებით სტაბილურია და გაუფასურების 5%-იან ნიშნულზეა. (აზერბაიჯანული მანათი განხილული არ არის, რადგან კურსი ფიქსირებულია).




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up