2020 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის კურსი 20%-ით გაიზარდა. როგორც Bloomberg-ი წერს, 2012 წლის შემდეგ ეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტის საუკეთესო სტარტია.
14 იანვრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 8600 დოლარს აჭარბებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში: 2010 წლის ივლისიდან 2019 წლის ბოლომდე ბიტკოინი 9 მილიონი პროცენტით გაიზარდა.
2016 წლის ივლისში ბიტკოინის ფასი 0,0008-დან 0.08 დოლარამდე გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მისმა ფასმა თითქმის 20 000 დოლარი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით კრიპტოვალუტის ფასი დაეცა. 31 დეკემბრის მონაცემებით, 1 ბიტკოინი 7 200 დოლარი ღირს.
2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.
imedinews