„წლევანდელი ზაფხული ტურიზმის სექტორისთვის ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი“- ერეკლე კოკაია

„წლევანდელი ზაფხული ტურიზმის სექტორისთვის ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი“- ერეკლე კოკაია

access_time2021-05-06 14:00:35

„იმედი გვქონდა, რომ ტურიზმი ზაფხულისთვის რაღაც დონეზე მაინც აღდგებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ არის“ -  ამის შესახებ „რადიო კომერსანტის„ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ „ინნ ჯგუფი • Inn Group“-ის აღმასრულებელი დირექტორმა ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.

კოკაიამ აღნიშნა, რომ დღესდღეობით ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით მოგზაურობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად უსაფრთხოება ითვლება. შესაბამისად, მისივე თქმით, უცხოელი ტურისტების მოსაზიდად საჭიროა ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიაწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსვლა უსაფრთხოა.

 

„რა თქმა უნდა პრობლემას ვაქცინაცია მოაგვარებს, ასე მოაგვარა ისრაელმა და იქ ხალხს უხარია ჩასვლა, რადგან  უსაფრთხო ქვეყანად ითვლება. თუმცა წარმატებული ვაქცინაციისათვის საჭიროა შესაბამისი რაოდენობის ვაქცინა. საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში 100 000-მდე ადამიანია დასაქმებული, ისრაელისგან განსხვავებით ჩვენ არ გამოგვივა, რომ საქართველო აბსოლუტურად უსაფრთხო ქვეყნად გავაპიაროთ, თუმცა ტურისტებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ სადაც თქვენ მიხვალთ იქ იქნებით უსაფრთხოდ“ -  აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

 

 


კოკაიამ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ტურიზმის გამოცოცხლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნური ბარიერების მოხსნაა, რაც სახმელეთო საზღვრების გახსნას და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას გულისხმობს.

 

 

„რა თქმა უნდა ვაქცინაცია აუცილებელია, ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ მეზობელი, ან მეზობლის მეზობელი ქვეყნებიდან და  შესაბამისად სახმელეთო გზას იყენებდნენ, გარდა ამისა ძალიან ბევრს არ სიამოვნებს  შეზღუდვები, განსაკუთრებით კომენდანტის საათთან დაკავშირებით, რადგან  ძალიან ბევრს  ვისაც  ქვეყანაში დასასვენებლად უნდა ჩამოსვლა, მას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ საღამოს ცხრა საათის მერე სასტუმროს ნომერში დაჯდეს, მით უმეტეს როცა არც სასტუმროს ბარით შეუძლია საღამოს ცხრა საათის მერე  სარგებლობა.  თუ ტურიზმი არ აღდგა წლევანდელი ზაფხული ბევრად უფრო მტკივნეული იქნება ვიდრე შარშანდელი, რადგან შარშან ასე თუ ისე გამოვიყენეთ ის ფინანსური  დახმარებები და წელს ყველანაირი ფინანსური სახსრები ამოწურულია, ძალიან ბევრი კომპანია გაკოტრდა და თუ ასე გაგრძელდა კიდევ უფრო მეტი შეემატება ამ გაუბედურებულ ბიზნესებს“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up