წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

access_time2020-08-10 18:00:32

კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freaks-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს.


პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტს“ Mauntain Freaks-ის ერთ-ერთმა  დამფუძნებელმა ნიკა გომიაშვილმა უთხრა.


„პანდემიამდე  მთლიანი სეზონი გვქონდა დაჯავშნილი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი ჯავშნების მიღებაზე ვმუშაობთ ხოლმე და შემდეგ ვიწყებდით ტურების  განხორციელებას. ჩვენ სტუმრებს აეროპორტში დახვედრიდან მთის მწვერვალზე აყვანამდე სრულ მომსახურეობას ვთავაზობთ“, - აღნიშნავს ნიკა გომიაშვილი.


ნიკა გომიაშვილი აღნიშნავს, რომ მყინვარწვერი მათი სავიზიტო ბარათია, თუმცა მსურველები დაყავთ როგორც  თეთნულდზე, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც, მაგალითად მწვერვალ არარატზე და რუსეთში იალბუზზე.



კორონავირუსის პანდემიით  გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად,  სააგენტოს დამფუძნებლები სტრატეგიის  შეცვლას არ  აპირებენ და საზღვრების გახსნას და უცხოელ ტურისტებს ელოდებიან, რადგან თვლიან, რომ ქართველებს საქართველოში სამთო-საექსპედიციო ტურიზმი არ აინტერესებთ, თან მათი შეთავაზებული ფასიც ქართველებზე მორგებული არ არის.


„მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო დაკეტილები ვართ, ყველა ჯავშანი გაუქმდა, ჩვენი ფასები ქართველებისთვის ძვირია, ამიტომ ადგილობრივებზე არ ვმუშაობთ, თან ქართველები მაინცდამაინც სამთო საექსპედიციო ტურიზმით დაინტერესებულები არ არიან  და ვინც არიან თავისით დადიან, ძალიან იშვიათია, რომ ქართველები რომელიმე ტურისტულით წავიდნენ მთაში ან გიდი დაიქირავონ.

გარდა მწვერვალებისა, ჩვენ გვაქვს „ტრეკინგს“ ტურები. ასეთია  თუშეთი -შატილი - ყაზბეგის 10 დღიანი ტური, უცხოელებს პროფესიონალი გიდები ცხენებით და სრული სალაშქრო და ღამის გასათევი აღჭურვილობით ემსახურებიან. ყველანაირი კუთხით შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის უცხოელებისთვის გაცნობა“ -  აღნიშნავს ნიკა გომიაშვილი.


სამთო საექსპედიციო თუ სათხილამურო ტურიზმით ძირითადი დაინტერესება პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან არის, თუმცა პერიოდულად  სხვადასხვა ქვეყნებიდანაცაა მოთხოვნები. ნიკა გომიაშილი აღნიშნავს, რომ მსურველი უკვე გამოჩნდნენ და ბევრი ელოდება საზღვრების  გახსნას, თუმცა წელს ექსპედიციების განახლების იმედი ნაკლებად აქვს.


„90%-იანი ალბათობით წელს  ტურებს  აღარ  ვგეგმავთ და მომავალ წელს  ველოდებით. ახლა  მხოლოდ  ათი პროცენტია იმის  შანსი,  რომ ვინმემ შეძლოს წამოსვლა“, -  აღნიშნავს გომიაშვილი.

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up