წლევანდელი ტურისტული სეზონი ფაქტობრივად მკვდარია, ამას უნდა შევეგუოთ

წლევანდელი ტურისტული სეზონი ფაქტობრივად მკვდარია, ამას უნდა შევეგუოთ

access_time2020-05-01 11:30:39

„წლევანდელი ტურისტული სეზონი არის ფაქტობრივად მკვდარი და ამას უნდა შევეგუოთ, აქედან არავითარი გამოსავალი არ არსებობს“,  - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა განუცხადა. ტურიზმის ექსპერტის განმარტებით, უცხოელი ტურისტების შემოდინებას არ უნდა ველოდოთ.იგი ამბობს, რომ ეკონომიკის გამოცოცხლებაზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან არ ვიცით შექმნილი კრიზისი როდის დამთავრდება. ასათაშვილი აცხადებს, რომ მძიმე შედეგების შემსუბუქება თვითორგანიზებული ტურიზმით შეიძლება, მისი განმარტებით, მიმდინარე წელს ეს იქნება მთელი ქართული ტურიზმის აქტივობა.

 

„ცალსახად ნათელია, რომ წელს ტურისტების საგრძნობი ნაკადები ქვეყნაში არ შემოვა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ ვიცით ეს კრიზისული პერიოდი როდის დამთავრდება. აქედან გამომდინარე, ზაფხულის სეზონი ყველა ვარიანტში ჩავარდნილია. იმ კვლევების მიხედვით, რომლებიც ვრცელდება ვირუსის გავრცელება უნდა გაჩერდეს დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში, რაც იმას ნიშნავს რომ საზღვრები ალბათ ივლისიდან შეიძლება გაიხსნას , ივლისში გახსნილი საზღვრები კი ტურისტულ ნაკადებს ნამდვილად ვეღარ გააცოცხლებს ზაფხულისთვის იმიტომ, რომ როგორც წესი, გეგმარება მინიმუმ ერთი წლით ან  ექვსი თვით ადრე იწყება.  მაქსიმუმ რისი გაკეთებაც შეიძლება არის ის, რომ თუ ზაფხულის შუაში მდგომარეობა დასტაბილურდა ზამთრის სეზონის ორგანიზებაზე ვიზრუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთრის სეზონიც ჩავარდება. სამწუხაროა, ყველაზე პესიმისტურად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის, ფიზიკურად შეუძლებელია ამ ეტაპზე რაიმეს გაკეთება“, -განმარტავს ვატო ასათაშვილი.




„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგად ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრებამდე მივა. მისი თქმით, ძალიან დიდი პრობლემა შეექმნებათ თვითდასაქმებულებსაც. როგორც ტურიზმის ექსპერტი აცხადებს, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი მნიშვნელოვანად შემცირდება. ვატო ასათაშვილის მოსაზრებით,ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც შეეძლო საქართველოს მთავრობას ტურიზმის სექტორის დასახმარებლად ყველაფრის გაკეთება უკვე დაიწყო:

 

„მთავრობამ დაიწყო საგადასახადო შეღავათების დაწესება,  თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ტურისტულ სეგმენტში, ოპერატორების შემთხვევაში ძირითადად გადასახადს იხდიან ბრუნიდან გამომდინარე, ანუ ოპერატორებს არ აქვთ ქონება და ძირითად გადასახადებს არ იხდიან, იხდიან დღგ-ს და საშემოსავლოს. აქედან გამომდინარე, თუ ტუროპერატორები მუშაობას დაიწყებენ ამ მიმართულებით აუცილებლად საჭიროა მორატორიუმი, რათა ეს გადასახადები მათ მოაკლდეთ, თუ მუშაობას არ დაიწყებენ იქედან გამომდინარე, რომ ბრუნვა არ ექნებათ,  გადასახადებიც არ დაეკისრებათ. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს სხვა მიმართულებებს როგორიც არის სასტუმროები და რესტორნები. აქაც საგადასახადო კუთხით მორატორიუმია საჭირო ქონების გადასახადზე, რათა კომპანიებს დამატებით ტვირთად არ დააწვეს და ისედაც გაჭირვებულ პერიოდში კიდევ უფრო არ გაკოტრდნენ და კიდევ უფრო დიდ ტვირთად არ ედოთ ეს გადასახადები. საუბარი იყო გადასახადების გადავადებაზე, გადავადება ახლა არ არის ეფექტური, რადგან ეს  ნიშნავს, რომ ოდესღაც მაინც მოუწევთ ამის გადახდა და ვერ გადაიხდიან გამომდინარე იქედან რომ ბრუნვები არ აქვთ და თანხის აკუმულირება არ ხდება. ამიტომ ამ კრიზისულ პერიოდში საუბარი უნდა იყოს მორატორიუმზე“,- აცხადებს ვატო ასათაშვილი.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up