„ წლების წინ ავტობუსები გადაიქცნენ მიკროავტობუსებად რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო“

„ წლების წინ ავტობუსები გადაიქცნენ მიკროავტობუსებად რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო“

access_time2018-03-05 15:29:38

თბილისის ქუჩების საცობებისგან განტვირთვის მიზნით  მერიამ, 1 მარტიდან  ახალი რეგულაციეები აამოქმედა. სამარშუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან.ამ თემაზე  რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემა „თბილისი ლიდერთა შორის“თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა,მამუკა მუმლაძემ ისაუბრა.

 

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, რეგულაციების მიზანი, თანამოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქალაქის ხელოვნური საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვაა. მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ ახალ სისტემაზე გადასვლას მძღოლები დადებითად შეხვდნენ.

 

„ წლების წინ ავტობუსები გადაიქცნენ მიკროავტობუსებად რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რადგან  მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს 1800 მიკროავტობუსი მოძრობს დედაქლაქში, ამას ემატება რაიონებიდან შემომავალი ტრანსპორტი. შესაბამისად შევარჩიეთ ის გაჩერებები სადაც ნაკლები ინფრასტრუქტურილი ჩარევები იქნებოდა საჭირო. რაც შეეხება მონიტორინგს, მონიტორინგს ახორციელებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. პირველადი ჯარიმის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, გამერობის შემთხვევაში სანქცია 300 ლარი იქნება, მესამე შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 900 ლარს შეადგენს.“- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.


საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:

1. მერაბ კოსტავას ქუჩა

2. ვაჟა-ფშაველას გამზირი

3. შოთა რუსთაველის გამზირი


4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა

5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი

6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა

7. დავით აღმაშენებლის ხეივანი

8. დავით აღმაშენებლის გამზირი

9. ილია ჭავჭავაძის გამზირი

10. ჟიული შარტავას ქუჩა

11. პეკინის ქუჩა

12. მარშალ გელოვანის გამზირი

13. ჯორჯ ბუშის ქუჩა

14. კახეთის გზატკეცილი

 



კომერსანტი




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up