რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა და მასზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც. 2019 წლის წინასწარი მონაცემებით იანვარ-მარტში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 16,4 პროცენტია.
რუსეთი 16,4 % - 135 360 (ათასი აშშ დოლარი)
აზერბაიჯანი 10,3 % - 84 903 (ათასი აშშ დოლარი)
ბულგარეთი 8,2 - 68 140 (ათასი აშშ დოლარი)
სომხეთი 7,6 63 127 (ათასი აშშ დოლარი)
უკრაინა 7,5 62 328 (ათასი აშშ დოლარი)
“კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ იცვლებოდა ბოლო 9 წლის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები.
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2010 წელს ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო. რუსეთს კი სიაში მე-10 ადგილი ეკავა.
დინამიკა ციფრებში:
2010 წელი
- აზერბაიჯანი - 256 241
- თურქეთი 216 799
- აშშ 187 225
- სომხეთი166 750
- კანადა118 736
- უკრაინა110 338
- ბულგარეთი 66 754
- ყაზახეთი 50 056
- გერმანია 35 003
- რუსეთი 34 706
2011 წელს, მდგომარეობა იცვლება და რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნების ათეულში აღარა. რუსეთ იტალია და არაბთა გაერთიანებული საამიროები ანაცვლებს.
2011 წელი
- აზერბაიჯანი - 425 907
- თურქეთი - 226 387
- სომხეთი - 222 772
- ყაზახეთი- 156 866
- აშშ- 143 466
- უკრაინა -141 199
- კანადა-114 793
- ბულგარეთი - 93 699
- იტალია- 75 596
- გერმანია- 49 092
- არაბთა გაერთიანებული საამიროები- 40 044
- რუსეთი - 36 610
ვითარება მცირედით იცვლება 2012 წელსაც.
2012 წელი
- აზერბაიჯანი - 626 914
- სომხეთი - 258 404
- აშშ - 226 194
- უკრაინა- 167 020
- თურქეთი - 140 141
- კანდა- 108 215
- ბულგარეთი 69 654
- ყაზახეთი - 62 235
- ბელგია - 60 448
- იტალია - 53 270
- რუსეთი - 46 806
მდგომარეობა, რადიკალურად იცვლება 2013 წელს, რუსეთი ქართულ ეკონომიკაში კვლავ მნიშვნელოვან როლს იბრუნებს.
2013 წელი
- აზერბაიჯანი - 709 919
- სომხეთი - 315 549
- უკრაინა - 192 808
- რუსეთი - 190 653
- თურქეთი - 184 027
- ბულგარეთი - 150 753
- აშშ - 137 551
- ყაზახეთი - 103 598
- კანადა - 81 359
- იტალია - 81 100
2014 წელს რუსეთი უკვე ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების სამეულშია.
2014 წელი
- აზერბაიჯანი - 544 448
- სომხეთი - 288 093
- რუსეთი - 274 754
- თურქეთი - 239 301
- აშშ - 207 365
- ბულგარეთი - 167 104
- უკრაინა - 140 003
- ჩინეთი - 90 393
- ყაზახეთი - 88 589
- იტალია - 86 095
რუსეთში, ეკონომიკური კრიზისის (2015 წელი) დროს, მეხუთე ადგილზე გადაანაცვლა.
2015 წელი
- აზერბაიჯანი - 240 953
- ბულგარეთი - 214 247
- თურქეთი - 186 769
- სომხეთი - 180 154
- რუსეთი - 162 885
- ჩინეთი - 125 803
- აშშ - 104 190
- უზბეკეთი - 97 956
- გერმანია - 75 811
- იტალია - 74 605
2015 წლის შემდეგ საქართველო ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთზე.
2016 წელი
- რუსეთი - 206 044
- ჩინეთი - 174 329
- თურქეთი - 173 449
- ბულგარეთი - 160 758
- აზერბაიჯანი - 152 374
- სომხეთი - 150 815
- გერმანია - 85 352
- შვეიცარია - 81 768
- უკრაინა - 73 324
- იტალია - 72 735
2016 წლის ტენდენცია ნარჩუნდება და 2017 წელსაც რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია.
2017 წელი
- რუსეთი - 396 672
- აზერბაიჯანი - 272 149
- თურქეთი - 216 673
- სომხეთი - 210 276
- ჩინეთი - 201 701
- ბულგარეთი - 186 852
- უკრაინა - 124 536
- აშშ - 121 764
- ირანი - 76 350
- რუმინეთი - 75 259
რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ქრონიკა მცირედით იცვლება 2018 წელს.
2018 წელი
- აზერბაიჯანი - 502 291
- რუსეთი - 437 303
- სომხეთი - 277 800
- ბულგარეთი - 258 870
- თურქეთი - 232 714
- ჩინეთი - 198 034
- უკრაინა - 175 043
- აშშ - 159 961
- ყაზახეთი - 90 802
- უზბეკეთი - 80 487
რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების სწრაფ ზრდას უარყოფითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი. მისი თქმით, რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი და, იმ შემთხვევაში, თუ ქართულ პროდუქციას უმსხვილეს ბაზარზე პრობლემები შეექმნება, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზარალებს. ხორგუაშვილის განმარტებით იმან, რომ რუსეთი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, საქართველო ბევრჯერ დააზარალა.
„იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ, ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობა ნელი ტემპით იზრდება, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც ტემპი გაცილებით დიდია. ამაში საქართველოს მთავრობის პირდაპირ დადანაშაულება ძალიან რთულია მაგრამ, მთავრობა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ყოველთვის ხელს უწყობს მესიჯ ბოქსის დონეზეც კი. იმან, რომ რუსეთი იყო ჩენი სავაჭრო პარტნიორი დაგვაზარალა 2006 წელს, როდესაც ემბარგო დაგვიწესა, დაგვაზარალა 2014-15 წლებში, როდესაც რუსეთში სერიოზული პრობლემები იყო და დაგვაზარალებს მომავალშიც, როდესაც გარკვეული პრობლემები ექნება. ნებისმიერი პირობა, რომ რაღაცნაირად შევზღუდოთ ვაჭრობა არის არასწორი. ვაჭრობა რაც მეტია კარგია, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ წარმოების განვითარება, რათა მოვახდინოთ უფრო ხარისხიანი და ძვირადღირებული საქონლის ექსპორტი, ამის მყიდველი კი ევროკავშირის ბაზარია. დაბალხარისხიანია და იაფი საქონელით ინტერესდება ისეთი დაბალ განვითარებული ქვეყნები როგორიცაა რუსეთი,“ - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერობების საფრთხეებზე და ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია. მისი თქმით, სახელმწიფომ კერძო სექტორის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ბიზნესი რეალურად განვითარდეს და გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან.
„ნებისმიერ კუთხით ბაზრის დივერსიფიკაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელია, რადგან, რაც უფრო დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე, მით უფრო მეტი გავლენის ქვეშ ექცევი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ქვეყანა რუსეთია, რომელიც პოლიტიკურად არა სტაბილურია. ის, რომ როგორს ექსპორტის ასევე იმპორტის კუთხით რუსეთზე ვართ დამოკიდებული, ეს ცალსახად უარყოფითია. 2006 წელს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან დაახლოებით 19 %-მდე მოდიოდა, ემბარგოს დაწესების შემდეგ 3 %-მდე ჩამოვიდა, რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს რუსეთმა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა და, უხეშად რომ ვთქვათ, დაგვსაჯა. მიზეზი თუ რატომ ვართ რუსეთზე დამოკიდებული არის ის, რომ ჩვენთან წარმოება არ არის განვითარებული, ვერ ვქმნით მაღალი ხარისხის პროდუქტს, შესაბამისად, არ გვაქვს ქვეყანაში კონკურენცია, იქმნება დაბალი ხარისხის პროდუქტი. ექსპორტი გვაქვს, ძირითადად, რუსეთში და ამიტომ დამოკიდებული ვხდებით რუსეთზე. იმისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდეს და არ ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული, საჭიროა წარმოების გაძლიერება და ევროპული ბაზრის ათვისება, რაც რუსეთის პოლიტიკური მანიპულაციებისგან დაგვიცავს,“- აცხადებს ირაკლი მაკალათია.
ბაჩო ადამია