წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს

წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს

access_time2020-10-29 10:00:49

რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა და მასზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც. 2020 წლის წინასწარი მონაცემებით იანვარ-სექტემბერში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 12.8 პროცენტია.


 



ჩინეთი 14,8 % - 355 339 (ათასი აშშ დოლარი)

 

აზერბაიჯანი 13,6 % - 327 863 (ათასი აშშ დოლარი)

 

რუსეთი 12,8 % -  308 605 (ათასი აშშ დოლარი)

 

ბულგარეთი 9,6 % – 222 685 (ათასი აშშ დოლარი)

 

უკრაინა 6,0 % - 145 159 (ათასი აშშ დოლარი)

 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ იცვლებოდა ბოლო 9 წლის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები.

 

 

საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2010 წელს ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო. რუსეთს კი სიაში მე-10 ადგილი ეკავა.

 


დინამიკა ციფრებში:

 

2010 წელი

 

აზერბაიჯანი - 256 241

თურქეთი 216 799

აშშ 187 225

სომხეთი166 750

კანადა118 736

უკრაინა110 338

ბულგარეთი 66 754

ყაზახეთი 50 056

გერმანია 35 003

რუსეთი 34 706

 

 

2011 წელს, მდგომარეობა იცვლება და რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნების ათეულში აღარა. რუსეთს იტალია და არაბთა გაერთიანებული საამიროები ცვლის.

 

 

2011 წელი

 

აზერბაიჯანი - 425 907

თურქეთი - 226 387

სომხეთი - 222 772

ყაზახეთი- 156 866

აშშ- 143 466

უკრაინა -141 199

კანადა-114 793

ბულგარეთი - 93 699

იტალია- 75 596

გერმანია- 49 092

არაბთა გაერთიანებული საამიროები- 40 044

რუსეთი - 36 610

 

 

ვითარება მცირედით იცვლება 2012 წელსაც.

 


2012 წელი

 

 

აზერბაიჯანი - 626 914

სომხეთი - 258 404

აშშ - 226 194

უკრაინა- 167 020

თურქეთი - 140 141

კანდა- 108 215

ბულგარეთი 69 654

ყაზახეთი - 62 235


ბელგია - 60 448

იტალია - 53 270

რუსეთი - 46 806

 

 

მდგომარეობა, რადიკალურად იცვლება 2013 წელს,  რუსეთი ქართულ ეკონომიკაში კვლავ მნიშვნელოვან როლს იბრუნებს.

 

 

2013 წელი

 


აზერბაიჯანი  - 709 919

სომხეთი - 315 549

უკრაინა - 192 808

რუსეთი - 190 653

თურქეთი - 184 027

ბულგარეთი - 150 753

აშშ - 137 551

ყაზახეთი  - 103 598

კანადა - 81 359

იტალია - 81 100

 

 

2014 წელს რუსეთი უკვე ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი  ქვეყნების სამეულშია.

 

 

2014 წელი

 

 

აზერბაიჯანი - 544 448

სომხეთი - 288 093

რუსეთი - 274 754

თურქეთი - 239 301

აშშ - 207 365

ბულგარეთი - 167 104

უკრაინა - 140 003

ჩინეთი -  90 393

ყაზახეთი - 88 589

იტალია - 86 095

 

 

რუსეთში, ეკონომიკური კრიზისის (2015 წელი) დროს,  მეხუთე ადგილზე გადაანაცვლა.

 

 

2015 წელი

 

 

აზერბაიჯანი - 240 953

ბულგარეთი - 214 247

თურქეთი - 186 769

სომხეთი - 180 154

რუსეთი - 162 885

ჩინეთი - 125 803

აშშ - 104 190

უზბეკეთი - 97 956

გერმანია - 75 811

იტალია - 74 605

 

 

2015 წლის შემდეგ საქართველო ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთზე.

 

 

2016 წელი

 

 

რუსეთი - 206 044

ჩინეთი - 174 329

თურქეთი - 173 449

ბულგარეთი - 160 758

აზერბაიჯანი - 152 374

სომხეთი - 150 815

გერმანია - 85 352

შვეიცარია - 81 768

უკრაინა - 73 324

იტალია - 72 735

 

 

2016 წლის ტენდენცია ნარჩუნდება და 2017 წელსაც  რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია.

 

 

2017 წელი

 

 

რუსეთი - 396 672

აზერბაიჯანი - 272 149

თურქეთი - 216 673

სომხეთი - 210 276

ჩინეთი - 201 701

ბულგარეთი - 186 852

უკრაინა - 124 536

აშშ - 121 764

ირანი - 76 350

რუმინეთი - 75 259

 

 

რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ქრონიკა მცირედით იცვლება 2018 წელს.

 

 

2018 წელი

 

 

აზერბაიჯანი - 502 291

რუსეთი - 437 303

სომხეთი - 277 800

ბულგარეთი - 258 870

თურქეთი - 232 714

ჩინეთი - 198 034

უკრაინა - 175 043

აშშ - 159 961

ყაზახეთი - 90 802

უზბეკეთი - 80 487

 

 

2019 წელი

 

აზერბაიჯანი - 508 686

რუსეთი - 496 974

სომხეთი - 432 574

ბულგარეთი - 284 085

უკრაინა - 250 923

ჩინეთი - 223 129

თურქეთი - 202 340

რუმინეთი - 178 235

აშშ - 132 251

უზბეკეთი - 89 158

 

იმის მიუხედავად, რომ საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა, ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობა ნელი ტემპით იზრდება, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც ტემპი გაცილებით დიდია. რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების სწრაფ ზრდას კი ეკონომიკის ექსპერტი კაკი ცომაია უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი და, იმ შემთხვევაში, თუ ქართულ პროდუქციას უმსხვილეს ბაზარზე პრობლემები შეექმნება, რა დროსაც საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზარალებს. ცომაიას განმარტებით, რუსეთის მიზანია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი დაიკმაყოფილოს და განახორციელოს.

  

„რუსეთის ბაზართან ისტორიული წარსული გვაკავშირებს, ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ყოველთვის გადიოდა. კავშირები არ დაკარგულა, შესაბამისად რუსეთის ბაზარზე გასვლა მარტივია, სხვა ბაზრების მოძიება გაცილებით რთულია. რუსეთში საქართველოს იცნობენ, აქედან გამომდინარე მათი ბაზარი ხდება ლიბერალური და შესვლის რეგულაციები მცირდება და ქართველ მეწარმეებს უადვილდებათ რუსულ ბაზარზე პროდუქტის გატანა. მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი. საქართველოს ბაზარი რუსეთის ეკონომიკისთვის, მისი მოცულობიდან გამომდინარე უმნიშვნელო სეგმენტს წარმოადგენს. ცხადია, რომ რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ამ კონკრეტულ საკითხებს პოლიტიკური ინტერესისათვის და შექმნის პრობლემებს, როდესაც ამის საჭიროება იქნება. თავისთავად დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, ნიშნავს მაღალ რისკებს, რამაც შეიძლება სერიოზული ეკონომიკური რყევები გამოიწვიოს“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

 

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერობების საფრთხეებზე და ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი. მისი თქმით, სახელმწიფომ კერძო სექტორის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ბიზნესი რეალურად განვითარდეს და გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან.

 

„ეკონომიკას, რუსეთი იყენებს როგორ ინსტრუმენტს, რომელიმე ქვეყანას დაუწესოს სანქცია ან მათ ეკონომიკაზე ჰქონდეს გავლენა. როდესაც ჩვენ რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად ვხვდებით დამოკიდებულებები, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთს უძლიერდება ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ჩვენს ეკონომიკაში შოკები მოახდინოს, მაგალითად ემბარგოს დაწესებით, ჩენი მოქალაქეების დეპორტაციით და ა.შ. ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშნელოვანი ტემპები უნდა გვქონდეს. რეგულაციათა სიმარტივით, საგადასახადო ლიბერალიზაციით ბიზნესს შესაძლებლობები უნდა უჩნდებოდეს, რათა ჩვენ თანამედროვე ბაზრები უფრო მეტად ავითვისოთ. სახელმწიფოს ხელშეწყობა უნდა გამომდინარეობდეს თავისუფალი ვაჭრობით მონიჭებული შესაძლებლობის ინტენსიური გამოყენებით. ეს უნდა ხორციელდებოდეს საგადასახადო რეფორმით, რადგან ჩვენი საგადასახადო სისტემა გაუმჭვირვალეა. მთავრობის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს საკუთრების უფლების დაცვა და ინვესტიციებზე ორიენტირებული ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც რუსეთის ბაზარს ჩამოგვაშორებს. ამ ხელშეკრულების არ ათვისება, რუსეთის ბაზარზე მეტ დამოკიდებულებას ნიშნავს. აქ პრობლემა არ არის იმაში, რომ ბიზნესს ურჩევნია რუსეთში რაღაც გაყიდოს, მათ ჩვენ ევროპული ბაზრების სახით მეტი შესაძლებლობები უნდა მივცეთ, რათა ევროპაშიც უღირდეთ პროდუქტის გატანა“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up