Wizzair ნიღბების გამოყენებას სავალდებულოს ხდის

Wizzair ნიღბების გამოყენებას სავალდებულოს ხდის

access_time2020-05-04 20:03:33

ავიაკომპანია Wizzair მოგზაურობის დროს ნიღბების გამოყენებას სავალდებულოს ხდის და განახლებული მგზავრობის პროტოკოლოს შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

 

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნების ნაწილმა საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება დაიწყო, შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს აახლებს კონკრეტულ ქვეყანაში არსებული მოქმედი რეგულაციის მიხედვით.

 

„Wizzair უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. მგზავრობის დროს დაცული იქნება არამხოლოდ სოციალური დისტაცირების ნორმები, ასევე ჰიგიენის ნორმები. მოხდება ჩვენი თვითმფრინავების ყოველდღიური დეზინფიცირება. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი თვითმფრინავის სალონებში ჰაერი ისეთივე სუფთაა, როგორც საავადმყოფოს საოპერაციო ოთახებში, რადგან ის ბევრჯერ იცვლება საჰაერო ფილტრებით (HEPA ფილტრებით), რომლებიც 99,97% -ით ათავისუფლებენ ჰაერს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან“,-აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.


 

როგორც Wizzair აცხდებს, კომპანია ზრდის უკონტაქტო გადახდების ლიმიტს 25 ევრომდე, რაც მომხმარებელს მისცემს ბორტზე საკვების შეძენის საშუალებას სურვილის შემთხვევაში. Wizzair აღნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელი მოგზაურობას ზაფხულის პერიოდში გეგმავს და ჯერ დარწმუნებული არ არის მოხერხდება თუ არა მოგზაურობა აღნიშნული შეზღუდვების გამო, ურჩევს შეიძინოს WIZZ Flex პროდუქტი.

 

„WIZZ Flex მოგცემთ საშუალებას შეცვალოთ ფრენის თარიღი ინტერნეტით ყველანაირი საფასურის გარეშე ან დაიბრუნოთ თანხა უკან, თუკი გამგზავრებას გადაიფიქრებთ. ავიაკომპანია ფრენებზე ისევ ყველაზე დაბალ ფასებს გპირდებათ“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.


თეგები:
Wizzair



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up