Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

access_time2020-07-01 16:45:56

უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


„ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“ განმარტა ანდრაშ რადომ. 


კითხვაზე, განიხილება თუ არა ავიაკომპანიის ოპერირების განახლება ქუთაისის გარდა სხვა ბაზიდან, კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს საკითხიც განიხილება შესაბამისი უსაფრთხო სიტუაციის შემთხვევაში.


„ჩვენ ვფიქრობთ სხვა ვარიანტებზეც, თუ შესაძლებელი იქნება ქუთაისის გარდა სხვა ბაზიდან ფრენა, განვიხილავთ ამ საკითხსაც  და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოხარული ვიქნებით, რომ კვლავ აღვადგინოთ ფრენა ქუთაისიდან. ჩვენთვის სასიამოვნოა ქართველი ხალხის მომსახურება სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას და ასევე უცხოელების ჩამოყვანა საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში ხელშეწყობა. ჩვენ გვჯერა,  რომ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება პანდემიის გავრცელების პრევენციას ემსახურება და ჩვენ ვემორჩილებით ყველა რეგულაციას,“ - განმარტა ანდრაშ რადომ.


რაც შეეხება ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულ თანამშრომლებს, ანდროშ რადომ აღნიშნა, რომ ამასთან Wizzair-ი ქართველი დასაქმებულებისთვის ალტერნატიულ სამუშაოებს ეძებს.



„ყველა თანამშრომელს, ვინც ქუთაისის ბაზაზე მუშაობს  ექნება  სამსახური და ჩვენ ვცდილობთ რომ მათ შესაფერისი ადგილი მოვუძებნოთ ჩვენს ქსელში, „- აღნიშნა რადომ.


ანდრაშ რადოს თქმით, სამომავლო გეგმებზე, ზაფხულის ფრენებსა და დამატებით რეისებზე საუბარი ნაადრევია.  


1 აგვისტოს შემდეგ სიტუაციის გადახედვა მოხდება და გავავრცელებთ ინფორმაციას როგორც ფრენებზე ასევე ახალი რეისების დამატებაზე. როცა ფრენის აღდგენაზეა საუბარი გასათვალიწინებელია ერთი ქვეყნიდან სად შეიძლება ფრენა, იქაური რეგულაციები და ა.შ. ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით. როდის განვაახლებთ ფრენებს ქუთაისიდან.ჩვენ ვემორჩლებით ადგილობრივ რეგულაციებს და თუ არის გადაწყვეტილება, რომ რომელიმე ქვეყანაში  ან რომელიმე ქვეყნიდან ვერ ვიფრენთ, ჩვენ მოგვიწევს გათვალისწინება. გვინდოდა გვეფრინა ყველგან და  არა მხოლოდ საქართველოდან.  მეტიც, ჩვენ გვჯერა, რომ ფრენა უსაფრთხოა და ჩვენ ყველა ზომა გვაქვს მიღებული. როცა იქნება ეს შესაძლებლობები ჩვენ ბუნებრივია მოხარული ვიქნებით.  


ჩვენი კომპანია  მუდმივად დაინტერესებული ვართ  ქსელის გაფართოებაში, როცა დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, მივხვდებით შეგვძლია თუ არა ახალი მიმართულებების დამატება, „- განმარტა ანდრაშ რადომ.


30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up