WIZZ AIR საუკეთესო დაბალბიუჯეტიან და ბორტზე საუკეთესო მომსახურე პერსონალის მქონე ავიაკომპანიად აღიარეს

WIZZ AIR საუკეთესო დაბალბიუჯეტიან და ბორტზე საუკეთესო მომსახურე პერსონალის მქონე ავიაკომპანიად აღიარეს

access_time2019-03-22 16:01:35

Wizz Air  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი  დაბალბიუჯეტიანი  ავიაკომპანიაა, რომელიც The CESAAR-ის  დაჯილდოების ცერემონიაზე 2018 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებად დაასახელეს. ასევე, საუკეთესოებად აღიარეს ავიაკომპანიის კაბინის მომსახურე პერსონალიც.  ცერემონია პოზნანში გაიმართა.


ეს ჯილდოები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ავიაციის ინდუსტრიაში  ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია და WIZZ AIR-ის მიერ შესანიშნავად შესრულებული სამუშაოს აღიარება გახლავთ.


ავიახაზებისთვის 2018 წელი გამორჩეული იყო ადგილობრივ დონეზეც, ავიაკომპანიამ საქართველოდან 587,643 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 95%-ით მეტია. ავიაკომპანია აგრძელებს საქართველოში ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის თანამედროვე ავიახომალდს ამატებს, შესაბამისად კომპანიას საქართველოში სამი ბაზირებული ავიახომალდი ეყოლება. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 30 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა. 



ავიკომპანია საზოგადოებას მხოლოდ ევროპაში  მოგზაურობის შესაძლებლობას კი არ აძლევს, არამედ, ხელს უწყობს ადგილობრივი სამუშაო ბაზრის გაუმჯობესებას და ტურიზმის სექტორის განვითარებას. Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 27 ავიამიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით.


CEESAR-ის დაჯილდოების აღმასრულებელი დირექტორი და pasazer.com-ის მთავარი რედაქტორი, Paweł Cybulak – „მეთხუთმეტედ ვირჩევთ საუკეთესო ავიახაზებს და ამ ჯერზე არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ცენტრალური ევროპის მასშტაბით. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ავიახაზები გამოვლინდა მგზავრების გამოკითხვის შედეგად. რეიტინგი ეყრდნობა მგზავრების მოსაზრებებს, რომლებიც აფასებდნენ ფრენის ხარსიხს. მადლობა თანამშრომლობისთვის პარტნიორებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე, რომელთაც შესაძლებელი გახადეს მგზავრების შერჩეულ ჯგუფთან დაკავშირება.


ჩვენი ყოველწლიური გამოკითხვა, რომელსაცThe CEESAR Awards ჰქვია, თავისი ჯილდოებით ყველაზე მნიშვნელოვანი პლებისციტია ავიაციის ინდუსტრიაში 2004 წლიდან და ის მომხმარებლის რეალურ მოსაზრებას ასახავს. პოზნანის გალაზე ყველაზე გავლენიანი დაინტერესებული მხარეების ყოფნა ხაზს უსვამს ხმის მიცემისა და ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც ავლენს არა მხოლოდ საუკეთესო ავიაკომპანიას, არამედ სხვა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეხვდნენ კონკურენტებს და ბიზნეს პარტნიორებს უნიკალურ გარემოში.


მინდა, მივულოცო Wizz Air-ს გამარჯვება, საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებად აღიარება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე, როგორც გამარჯვება ბორტზე საუკეთესო პერსონალის კატეგორიაში და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდუსტრია აფასებს Wizz Air-ის საქმიანობას“.



თეგები:
Wizz Air



არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...


მსგავსი სიახლეები

up