Wizz Air Abu Dhabi ოპერირებას 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყებს

Wizz Air Abu Dhabi ოპერირებას 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყებს

access_time2020-03-02 10:50:27

Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ეკო მეგობრულმა  ავიაკომპანიამ,  დღეს განაცხადა, რომ  საბოლოო ხელშეკრულება გააფორმა პარტნიორ აბუ-დაბის განვითარების ჰოლდინგ კომპანიასთან PJSC- სთან (ADDH), რათა ერთობლივად ჩამოაყალიბონ Wizz Air Abu Dhabi - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყებს.

 

Wizz Air Abu Dhabi გეგმავს წლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს შესაბამისი ოპერაციები და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საჰაერო მოგზაურობა დაბალ ფასად შესთავაზოს.  ავიაკომპანია მიმართული იქნება, რომ მარშრუტები დაინიშნოს იმ ადგილების მიმართულებით, სადაც Wizz Air უკვე წლებია ოპერირებს - ევროპა და ასევე, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.

 

 Wizz Air Abu Dabi-ს სარეკრუიტმენტო საქმიანობა უახლოეს თვეებში დაიწყება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალ სამუშაო შესაძლებლობას შექმნის და ამასთანავე, გააძლიერებს ეკონომიკას და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილს გახდის ვიზიტორებისთვის.


ასევე, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში იქნება აბუ-დაბის AED 50 მილიონიან აქსელერატორის პროგრამასთან - Ghadan 21 - რომელიც ემირატების განვითარებას ბიზნესში, ინოვაციებსა და ადამიანურ რესურსში ჩადებული ინვესტიციის გზით მოახდენს.

 

შეთანხმების თანამად, ავიაკომპანიის განვითარების გუნდმა უკვე კარგა ხანია რაც მოლაპარაკება დაიწყო არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალურ ორგანოებთან, რათა მოიპოვოს გადამზიდი საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი და ოპერაციული ლიცენზია.

 

 

Wizz Air ჰოლდინგსის გენერალურმა დირექტორი, ჯოზეფ ვარადი:

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აღინიშნება- ახალი ავიაკომპანიის შექმნა  აბუ დაბიში. აბუ დაბის განვითარების ჰოლდინგ კომპანიასთან პარტნიორობა Wizz Air Abu Dhabi- ის ფარგლებში, კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებასა და გრძელვადიან მიზნებს, რათა შეიქმნას ეკონომიური, ოპერაციულად მაღალეფექტური და ამასთანავე, ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანიის ბიზნეს მოდელი აბუ-დაბის საავიაციო განვითარების გასაძლიერებლად.


Wizz Air-ის მისია შევიდეს აბუ-დაბის დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ სტრატეგიაში, რადგან ჩვენ მიზნად ვისახავთ მოძრაობისა და მიმართულებების სტიმულირებას აბუ-დაბის ტურისტული და ეკონომიკური მრავალფეროვნების ზრდისა და მოთხოვნის შესაბამისად.



ჩვენ სულმოუთქმელად ველით პირველ მგზავრებს ჩვენს ახალგაზრდა, მწვანე და ულტრა- ეფექტურ ფლოტზე!“

 

 

 

ბატონი მუჰამედ ალ სუვაიდსი, ADDH-ის გენერალური  დირექტორი:

 

„აბუ დაბის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია არა მხოლოდ ჩვენს აეროპორტებს განავითარებს, არამედ ტურიზმის ინფრასტრუქტურასაც, რომელიც მოიცავს: სასტუმროებს, რესტორნებს, კურორტებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

 

გასულ წელს ემირატებმა ვიზიტორების რაოდენობით ყველაზე მაღალ ნიშნულს - 11.35 მილიონ ვიზიტორს მიაღწია. ამ ყველაფრის მთავარ მიზეზად კი ის შესაძლებლობა შეგვიძლია განვიხილოთ, რომლის მიხედვითაც აბუ დაბიში ჩასვლა მარტივი და ხელმისაწვდომია.  ჩვენი პარტნიორობა Wizz Air-თან კი ხელს შეუწყობს არაბეთის გაერთიანებული საამიროების კაპიტალის განვითარებას, როგორც უაღრესად კონკურენტუნარიან რეგიონსა და საერთაშორისო დანიშნულების ადგილს დასვენებისა და საქმიანი მოგზაურობისთვის“

 

 

 

Wizz Air განსაკუთრებით ფოკუსირებული იქნება, რომ მარშრუტები დანიშნოს იმ ადგილების მიმართულებით, სადაც უკვე ოპერირებს, კერძოდ ცენტრალური, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში.


ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი Airbus A320 და 230/239 ადგილიანი Airbus A321/A321neo ტიპის საჰაერო ხომალდებით. 

 

 

Wizz Air-ის შესახებ

 

Wizz Air- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

 

 

აბუ დაბის განვითარების ჰოლდინგ კომპანიის შესახებ:

 

აბუ დაბის განვითარების ჰოლდინგ კომპანია (ADDH), რომლის სათაო ოფისი აბუ დაბიში მდებარეობს, 2018 წელს დაარსდა, როგორც სააქციო საზოგადოება (PJSC). იგი ფლობს მრავალფეროვან პორტფელიოს სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ საწარმოებში (SOE), რომელიც მოიცავს აბუ-დაბის ეკონომიკის მნიშვნელოვან საკვანძო სექტორებს, მათ შორის  ტურიზმის, ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის, მრეწველობის, უძრავი ქონების, ფინანსური სერვისების, მედიის, ჯანდაცვის, აგრო-საკვებისა და ICT– ის ჩათვლით.მას ჰქონდა და აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მანდატი, რომ შექმნას მდგრადი ფინანსური შემოსავალი აბუ-დაბისთვის,

 

 

(R)

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up