Wizz Air : კომპანია წარმატებით შეძლებს გაუმკლავდეს არსებულ კრიზისს

Wizz Air : კომპანია წარმატებით შეძლებს გაუმკლავდეს არსებულ კრიზისს

access_time2020-04-15 11:20:21

კომპანია Wizz Air, ამჟამად, ოპერაციების  მხოლოდ 3%-ით ახორციელებს.  მიუხედავად მოსალოდნელი 270-280 მილიონი აშშ დოლარის  ზარალისა,  კომპანიას გააჩნია 1,5 მილიარდიანი ქეშ ბალანსი-ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავიაციო ინდუსტრიაში.როგორც კომპანიაში აცხადებენ,  Wizz Air წარმატებით შეძლებს გაუმკლავდეს არსებულ კრიზისს.


კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, Wizz Air კვლავ აგრძელებს  ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა  და ჩრდილოეთ ამერიკის  ქვეყნების  მთავრობებთან მოლაპარაკებას, მათი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფის თაობაზე. კომპანია ასევე ახორციელებს ფრენებს ჩინეთსა და უნგრეთს შორის სამედიცინო მარაგის მიწოდების მიზნით.


Wizz Air  განაგრძობს სხვადასხვა ბაზრის ათვისებაზე მუშაობას. კომპანიის წარმომადგნლები იმედოვნებენ,რომ  სიტუაციის დასტაბილურების პარალელურად, Wizz Air  წლიურ 15%-იანი ზრდას შეინარჩუნებს. 


მათი თქმით, მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, Wizz Air-ს  მძიმე ნაბიჯის გადადგმა უწევს, რაც 1000 დასაქმებულის (მომსახურე პერსონალის 18 %) სამსახურიდან დათხოვნას გულისხმობს. 


Covid -19 - ის პანდემიით გამწვეული სამოგზაურო შეზღუდვებიდან გამომდინარე, დასაქმებულთა შვებულებასთან დაკავშირებულ დამატებით ზომებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ. დღეს ასევე გაცხადდა, რომ მენეჯმენტის ხელფასი 22 % - ით შემცირდება. ხოლო პილოტების, სალონის ეკიპაჟისა და ოფისის თანამშრომლების ანაზღაურება 14 % - ით.



Wizz Air – ის მთავარმა აღმასრულებელმა, ჯოზეფ ვარადიმ  მადლობა გადაუხადა კომპანიის თანამშრომლებს და განაცხადა,რომ კომპანია მომავალი წლების განმავლობაში სააქციო ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას, ეკოლოგიასთან დაკავშირებულ  სიახლეებსა და დასაქმების დიდ შესაძლებლობას მოელის.


“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს იმ უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მგზავრებისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობისადმი ამ უპრეცედენტო ჟამს იჩენდნენ. ისინი ძალიან დიდი თავდაჭერილობითა და მიზანდასახულობით შეხვდნენ Wizz Air - ისა და მთელი ინდუსტრიის წინაშე დამდგარ გამოწვევებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფრენები, რომლითაც მათ Covid - 19 - ით დაზარალებული და მიტოვებული მოქალაქეების გადაეყვანა უწევთ. ასევე, მნიშვნელოვანია ფრენები, რომელთა წყალობით ხერხდება აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის გადატანა ჩვენი ქვეყნების, პაციენტებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების დასახმარებლად.


Covid-19-ის პანდემიის პირობებში, კომპანიის პოზიციის დასაცავად ჩვენ არაერთი ინიციატივა გამოვიჩინეთ და ახლა მის კონკურენტუნარიანობასა და აქტივების განაწილებას განვიხილავთ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ კრიზისის შემდგომ გავიუმჯობესოთ სტრატეგიული და ფინანსური მდგომარეობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ გრძელვადიან ზრდასთან დაკავშირებული მიზნის შესრულება შეგვიძლია. Wizz Air უდავოდ რჩება გრძელვადიანი პერსპექტივით შექმნილ საუკეთესო სივრცედ ევროპული ავიაციის ინდუსტრიაში, დაბალი ფასებითა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე წამყვანი პოზიციით,- აღნიშნავს ჯოზეფ ვარადი.


როგორც კომპანიაში ამბობენ,Wizz Air Abu Dhabi ოპერაციების დაწყების თარიღის ცვლილება  ჯერჯერობით არ იგეგმება.


Wizz Air წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ავიაკომპანია აკავშირებს მსოფლიოს 45 ქვეყნის 154 მიმართულებას.  Wizz Air  გასული 12 თვის განმავლობაში 40 მილიონმა მგზავრმა აირჩია.


(R)

 



თეგები:
Wizz Air



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up