WIZZ AIR-ი საქართველოდან ფრენების აღდგენას 2021 წლის მარტიდან გეგმავს

WIZZ AIR-ი საქართველოდან ფრენების აღდგენას 2021 წლის მარტიდან გეგმავს

access_time2020-12-08 20:30:06

Wizz air-ი საქართველოდან ფრენების აღდგენას 2021 წლის მარტიდან გეგმავს.როგორც დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიაში განმარტეს, გეგმაში იმ 40-მდე მიმართულების აღდგენაა, რომელზეც Wizz air-ი პანდემიამდე დაფრინავდა. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კორონა ვირუსის განვითარებასა და იმ დროისთვის არსებულ შეზღუდვებზეა დამოკიდებული.

 

“ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას ჩვენ მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ ოპერირება მარტში განვაახლოთ. ვიმედოვნებთ, ქუთაისში დაბრუნების შესაძლებლობა გვექნება“,- აცხადებს  კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო.

 

ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ახალი მიმართულებების დამატებას გამორიცხავს.

 


„ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ.ასევე რამდენიმე ახალიც დავამატოთ.ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება, როდესაც დავინახავთ, რომ ფრენების აღდგენის შესაძლებლობა გვექნება. ყველა მიმართულებით დავიწყებთ ფრენას, თუ თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით, ამ დეტალებზე საუბარი მოგვიანებით შემეძლება. ჩემთვის მარტივი წარმოსადგენია ახალი მიმართულებების დამატებაც. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს დაგიკონკრეტებთ“,- განაცხადა რადომ.

 

Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პანდემიის პირველი ტალღის გადავლის შემდეგ საქართველოდან ფრენების აღდგენა მხოლოდ ქვეყნის მთავრობის  გადაწყვეტილებებზე არ იყო დამოკიდებული.

 

„ეს მხოლოდ საქართველოზე არ იყო დამოკიდებული. საქართველოს რომც ეთქვა, რომ ხსნიდა საზღვრებს და ფრენების აღდგენის უფლებას გვაძლევდა, მეორეს მხრივ, ჩაკეტილი იყო სხვა ქვეყნები. იქ განსხვავებული შეზღუდვები მოქმედებდა. მაგალითად, პოლონეთი, გერმანია, ესტონეთი, თუ სხვა. ჩვენ იქ ფრენა არ შეგვეძლო. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 ქვეყანა იყო, სადაც საქართველოს მსგავსი შეზღუდვები მოქმედებდა. მთავრობები საკუთარი მოქალაქეების დაცვას ცდილობენ. მე ვერ განვსჯი მთავრობის გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა კორონა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ბევრ რამეს აკეთებს. როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება, მთავრობა გახსნის საზღვრებს. ჩვენ დასაწყებად მზად ვართ“,- ამბობს ანდრაშ რადო.


წყარო: ბიზნესპარტნიორი


თეგები:
Wizz air



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up