WIZZ AIR- ი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  1 მაისიდან  დამატებით ზომებს მიიღებს

WIZZ AIR- ი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 1 მაისიდან დამატებით ზომებს მიიღებს

access_time2020-04-29 10:30:36

Wizz Air-ი, ევროპის ყველაზე მწვანე და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ეკიპაჟისა და მგზავრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნით, ჰიგიენის დაცვის დამატებით ზომებს იღებს, რომელიც ძალაში 1 მაისიდან შევა.


იმისთვის, რომ მგზავრთა და ეკიპაჟის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უმაღლეს დონეზე იყოს შენარჩუნებული Wizz Air-მა, სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად, ახალი პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს ფიზიკურის დისტანციის დაცვას ბორტზე  და ჰიგიენური სისუფთავის მუდმივ რეჟიმში შენარჩუნებას. ახალი პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს, მომხმარებლების მხრიდან, რეისზე რეგისტრაციისა თუ ნებისმიერი დამატებითი მომსახურების შეძენის ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებას, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი ინტერაქცია აეროპოტის ტერიტორიაზე.


ასევე, რეკომენდირებულია ბარგზე თვითმომსახურების კიოსკების გამოყენება და უსაფრთხოების შემოწმებისთვის სწრაფი სკრინინგის გზებისთვის მიმართვა იმ აეროპორტებში, სადაც ამის შესაძლებლობაა, რათა უშუალოდ ჩასხდომამდე ეტაპზე ნაკლები იყოს ადამიანებს შორის კონტაქტი და რიგში ყოფნის აუცილებლობა.  

 

ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრებს მოეთხოვებათ, რომ დაიცვან და მიყვნენ ახალ პროტოკოლს როგორც ჩასდომის, ასევე მგზავრობის მთლიან ეტაპზე.


იმ პირობებშიც კი, როდესაც Wizz Air-ის Hepa ფილტრები თვითმფრინავში ვირუსებისა და ბაქტერიების  99,7%-ით ფილტრაციას უზრუნველჰყოფს  როგორც ეკიპაჟი, ასევე მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, რომ  ფრენისას თან ატარონ პირბადეები.


ბორტიდან სრულიად მოიხსნება მრავალჯერადი გამოყენების ჟურნალები, ეკიპაჟი მგზავრებს ერთჯერად, სანიტარიზილებულ ხელსახოცებს დაურიგებს და ასევე,  მთლიანი ფრენის განმავლობაში, წახალისებული იქნება უკონტაქტო გადახდის გზები ნებისმიერი საბორტო შესყიდვები დროს.

 


Wizz Air-ი მკაცრად დაიცავს და მიყვება ყოველდღიური წმენდის გრაფიკს საოპერაციო ფლოტისთვის. ასევე, ღამის განმავლობაში ჩატარდება საჰაერო ხომალდის მთლიანი დეზინფექცია, ოფიციალური მითითებებისა და ნორმების სრულად დაცვით.

 

Wizz Air-ის ახალი პროტოკოლის წესების სრულად ნახვა ამ ვიდეოშია შესაძლებელი:

 


ჯოზეფ ვარადი, Wizz Air -ის გენერალური დირექტორი:

„კომპანიისთვის ეკიპაჟისა და მგზავრების კარგად ყოფნა და

კეთილდღეობა ყოველთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მგზავრების რაოდენობა ყოველდღიურ რეჯიმში იზრდება, ჩვენ ოპერაციულ მასშტაბებსა და დამცავ ზომებს, შესაბამისად,  პროპორციულად ვცვლით, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ყველა რეკომენდირებული სანიტარული პირობები.

ჩემი რჩევა იქნება, რომ მომხმარებლებმა ნახონ Wizz Air-ის ახალი ვიდეო, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ, რათა ამომწურავი და უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ.


გვჯერა, რომ Wizz Air– ის ახალი პროტოკოლი მგზავრებს, ჩვენს ბორტზე ყოფნისას,  თავს  უფრო კომფორტულად  და დაცულად აგრძნობინებს. ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ და ვერგებით მომხარებლის საჭიროებებს, ამ ეტაპზე კი,  ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვა კაცობრიობის მთავარ საჭიროებას წარმოადგენს.

 

 

 Wizz Air-ის შესახებ

 

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.


(R)


თეგები:
WIZZ AIR



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up