WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

access_time2019-12-13 09:10:25

Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის გარეთ.

 

განსაზღვრულია, რომ Wizz Air Abu Dhabi ჩამოყალიბდება როგორც ერთობლივი წამოწყება და შესაბამისი ოპერაციები დაიწყება 2020 წლის მეორე ნახევარიდან. ავიაკომპანია მიმართული იქნება იქითკენ, რომ მარშრუტები დაინიშნოს იმ ადგილების მიმართულებით, სადაც Wizz Air ოპერირებს, კერძოდ ცენტრალური, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში. ამას გარდა, სამომავლოდ ასევე ინდოეთის ნახევარკუნძულის, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკის მიმართულებით. Wizz Air-ს სჯერა, რომ აბუ-დაბიში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის დაფუძნება ხელს შეუწყობს აბუ-დაბის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ტურისტული დანიშნულების ადგილის, ზრდას. ADDH-ის მიერ ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა, მხარდაჭერა და ნავიგაცია Wizz Air-ისთვის ახალ ბაზარზე, ფასდაუდებელია და ხელს შეუწყობს ახალი ავაიხაზის წარმატებას.

 

ახალი ავიაკომპანიის დაარსება ექვემდებარება შეთანხმებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ძალაში შესვლას, ყველა საჭირო შიდა და გარე საჭრო თანხმობის მიღებას და ასევე შესაბამისი მარებულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას , რომლებიც წაყენებულია არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალური ორგანის მიერ, რათა კომპანიამ მოიპოვოს საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი

 

Airbus A321ნეო თვითმფრინავით შექმნილი ფლოტისა და მსოფლიოს ყველაზე ეფექტური ვიწრო თვითმფრინავის საშუალებით, Wizz Air Abu Dhabi მოიპოვებს ბაზარზე წვდომას 5 მილიარდი მგზავრის მეშვეობით მთელ ევროპაში და მის საზღვრების მიღმა. ახალი ავიაკომპანიის მიდგომა საკუთარი მომხარებლისადმი იქნება ზუსტად ისეთივე როგორიც მსოფლიოში ყველაზე ეკო მეგობრული კომპანიის, Wizz Air-ის, შემთხვევაშია და იგი შესთავაზებს მათ უმაღლესი ხარისხის საჰაერო მოგზაურობას.

 

Wizz Air ჰოლდინგსის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ, დღეს აბუ-დაბიში შემდეგი განცხადება გააკეთა:


,,ვამაყობთ, რომ ჩვენი პირველი ავიახაზი, რომელიც შეიქმნება ევროპის ფარგლებს გარეთ, არის არაბთა გერთაინებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში. ADDH-ის მიერ ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა, მათი მხარდაჭერა და ნავიგაცია Wizz Air-ისთვის ახალ ბაზარზე, ფასდაუდებელია და ხელს შეუწყობს ახალი დაბალბიუჯეტიანი ავაიხაზის წარმატებას.“

 


,,Wizz Air Abu Dhabi, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს წარმატებულ დაბალბიუჯეტიან ბიზნეს მოდელზე, ხელს შეუწყობის Wizz Air-ის ზრდას, რაც საშუალებას მისცმეს კიდევ მეტ მომხმარებელს, რომ ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ. გვჯერა, რომ ახალ ავიახაზს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონის მნიშვნელობანი მონაწილე. მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო ჰ.ე. შეიხ მუჰამედ ბინ ჰამად ბინ ტაჰნონ ალ ნაიანანს და ბატონ მუჰამედ ალ სუვაიდს მათი თავდადებისა და მხარდაჭერისთვის, რის გარეშეც ეს მშვენიერი პარტნიორობა ვერ შედგებოდა’’ - დაამატა მან.

 

ჰ.ე. შეიხ მუჰამედ ბინ ჰამად ბინ ტაჰნონ ალ ნაიანანსმა, აბუ-დაბის აეროპორტების თავმჯდომარემ განაცხადა:


,, ვინაიდან აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს ზრდას, როგორც ძირითადი კარიბჭე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და მთლიანად რეგიონში, ჩვენ მივესალმებით ახალი ავიახაზის დაფუძნებას და იმ გავლენას რასაც ეს პარტნიორობა მოუტანს ჩვენს მზარდ ეროვნულ ეკონომუკურ განვითარებას. ჩვენ ველით მომავალში მათთან წარმატებულ პარტნიორობას.’’

 

ბატონი მუჰამედ ალ სუვაიდსი, ADDH-ის გეენერალურმა დირექტორმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:


,,ახალი ავიაკომპანიის ჩაშვება კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საამირეობს ძლიერი საავიაციო ინფრასტრუქტურა აქვს. იმის გარდა, რომ აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი ცნობილია ტრანსფერული რეისებით, წელს საგრძნობლად მოიმატა იმ მგზავრთა რაოდენობამ, ვისთვისაც აბუ-დაბი დანიშნულების ადგილია. ახალი შეთავაზებები, შთააგონებს ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ ესტუმრონ აბუ-დაბის. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ვუმასპინძლოთ სტუმრებს და შევთავაზოთ მათ განსაკუთრებული გამოცდილება ამ ერთობლივი პროექტის საშუალებით.’’

 

 

Wizz Air-ის შესახებ


Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.


(R)

 

 



თეგები:
Wizz Air



ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up