„წითელი“ იმპერია აღარ არსებობს, თუმცა „წითელი“ ადამიანი ცოცხალია“ - ნობელიანტი ალექსიევიჩი თბილისში ჩამოდის

„წითელი“ იმპერია აღარ არსებობს, თუმცა „წითელი“ ადამიანი ცოცხალია“ - ნობელიანტი ალექსიევიჩი თბილისში ჩამოდის

access_time2017-08-29 12:28:51

გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით 11-12 სექტემბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს ეწვევა და გამართავს შეხვედრას ქართველ მკითხველთან.

 

„რაც უფრო ბინძური და სისხლიანია გარემო, მით მეტი სივრცეა მისთვის... - ასე აღწერას რუსულ ცხოვრებას ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი. ლიტერატურის დარგში 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი და წმერალი, საბჭოთა ეპოქაზე, როგორც თავად უწოდებს - „წითელი ადამიანის ეპოქაზე წერს.

 

ალექსიევიჩს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს როგორც პუტინის, ასევე ლუკაშენკოს მიმართ, სწორედ ამიტომ, ბელარუსში ალექსიევიჩის წიგნებს აღარ ბეჭდავენ. ალექსეევიჩმა პირველი მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი - „ომს ქალის სახე არა აქვს 1985 წელს გამოსცა. შემდეგ იყო - „თუთიის ბიჭები (1989), „ჩერნობილის ლოცვა (1997) და „სექენდ ჰენდის დრო (2013).

 

ჩვენ, ჯერ კიდევ 2015 წელს გამოვაქვყნეთ ფრაგმენტი სვეტლანა ალექსიევიჩის ძალიან საინტერესო ნობელის ლექციიდან. საკითხები, რომელსაც ალექსიევიჩი ეხება, აქტუალობას არც დღეს, 2017 წელს კარგავს.

 

წაგებულ ბრძოლაზე...

 

„მე ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც ბავშვობიდან სიკვდილს გვასწავლიდნენ. გვეუნბებოდნენ რომ ადამიანი იმისთვის არსებობს, რათა ყველაფერი გასცეს, დაიფერფლოს, გასწიროს თავი. შეიარაღებული ადამიანის სიყვარულსაც გვასწავლიდნენ. სხვა ქვეყანაში რომ გავზრდილიყავი, ამ გზის გავლას ვერ შევძლებდი. ბოროტება სასტიკია, მის წინააღმდეგ აცრილი უნდა იყო. ჩვენ კი ჯალათებსა და მსხვერპლს შორის გავიზარდეთ. ჩვენი მშობლები შიშში ცხოვრობდნენ და ყველაფერს არ გვიყვებოდნენ, უფრო ხშირად კი არაფერს არ გვიყვებოდნენ. თავად ჰაერი იყო ამით მოწამლული. ბოროტება ჩვენ გვითვალთვალებდა.

 

5 წიგნი მაქვს დაწერილი, მაგრამ ასე მგონია, ეს ერთი წიგნია, წიგნი ერთი უტოპიის შესახებ.

 

***


ოცი წლის წინ ჩვენ „წითელ იმპერიას წყევლითა და ცრემლებით ვაცილებდით. ჩვენ უკვე შეგვიძლია ბოლოდროინდელ ისტორიას შევხედოთ მშვიდათ, როგორც ისტორიულ გამოცდილებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სოციალიზმზე კამათი ბოლო დრომდე არ წყდება. გაიზარდა ახალი თაობა, რომელსაც სხვა მსოფლმხედველობა აქვს, თუმცა ბევრი ახლაგაზრდა კვლავაც კითხულობს მარქსსა და ლენინს. რუსულ ქალაქებში სტალინის მუზეუმებს ხსნიან და მის ძეგლებს აღმართავენ.

 

„წითელი იმპერია უკვე აღარ არსებობს, თუმცა „წითელი ადამიანი დარჩა. ის გრძელდება.

 

***

 

რა დაგვემართა მას შემდეგ რაც იმპერია დაეცა? ადრე სამყარო ასე იყოფოდა - ჯალათები და მსხვერპლი - ეს გულაგია, ძმები და დები - ეს ომია, ელექტორატი - ეს ტექნოლოგიები, თანამედროვე მსოფლიოა. აქამდე ჩვენი სამყარო ჯერ კიდევ იყოფოდა პატიმრებად და ადამიანებად, ვინც ისინი დააპატიმრა. ახლა იყოფა სლავიანოფილებად და ზაპადნიაკებად, ეროვნულ მოღალატეებად და პატრიოტებად. აგრეთვე, იმად ვისაც რამის შეძენა შეუძლია და ვისაც არ შეუძლია. მე ვიტყოდი, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე რთული გამოცდაა, რადგან ცოტა ხნის წინ სოციალიზმი იყო, სადაც ყველანი თანასწორები ვიყავით. „წითელი ადამიანი ვერ შევიდა თავისუფლების იმ სამეფოში, რომელზეც სამზარეულოში ოცნებობდა. რუსეთი მის გარეშე დაანაწევრეს, ის ცარიელი დარჩა. დამცირებული და გაძარცვული. აგრესიული და სახიფათო.

 

 

- რუს ადამიანს თითქოს არც უნდა გამდიდრება, ეშინია კიდეც ამის. აბა რა უნდა? ერთადერთი რამ - სხვა რომ არ გამდიდრდეს. მასზე მდიდარი არ გახდეს.

 

- გაუროზგავ თაობას ვერ მოვესწრებით; რუს ადამიანს თავისუფლება არ ესმის, მას კაზაკი და მათრახი სჭირდება.

 

- ორი მთავარი რუსული სიტყვაა - ომი და ციხე. მოიპარე, გაისეირნე, ჩაჯექი... გამოდი და ისევ ჩაჯექი...

 

- რუსული ცხოვრება უნდა იყოს სასტიკი და უაზრო. ასეთ შემთხვევაში სული მაღლდება, აცნობიერებს რომ ამ სამყაროს არ ეკუთნის... რაც უფრო ბინძური და სისხლიანია გარემო, მით მეტი სივრცეა მისთვის...

 

- ახალი რევოლუციისთვის არც ძალაა და არც შეშლილობა. გამბედაობა არ არის. რუს ადამიანს სჭირდება იდეა, რომლისგანაც სისხლი იყინება...

 

- ჩვენი ცხოვრება „ბარდაკსა და „ბარაკს შორის მოძრაობს. კომუნიზმი არ მომკვდარა, გვამი ცოცხალია...

 

გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩვენ ის შანსი, რაც 90-იან წლებში გვქონდა, ხელიდან გავუშვით. კითხვაზე - როგორი უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც ადამიანები კარგად იცხოვრებენ - ძლიერი თუ ღირსეული? ავირჩიეთ პასუხი - ძლიერი. ახლაც ძალის დროა. რუსები უკრაინელებს ეომებიან, ძმებს... ჩემი მამა ბელარუსია, დედა უკრაინელი, და ასეა ბევრ ოჯახში... რუსული თვითნმფრინავები ბომბავენ სირიას...

 

იმედების დრო, შიშის გრძნობამ შეცვალა... დრო ტრიალებს დროს „სექენდ ჰენდის... ახლა უკვე დარწმუნებულიც აღარ ვარ, რომ „წითელი ადამიანის ისტორიის წერა დავასრულე...“.

 



ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up