‘’წისქვილკომბინატი „ბარაქა“ 24 საათიან რეჟიმზე გადადის

‘’წისქვილკომბინატი „ბარაქა“ 24 საათიან რეჟიმზე გადადის

access_time2020-03-19 15:30:17

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან და მაღალი სამოქალაქო ინტერესიდან გამომდინარე, წისქვილკომბინატი „ბარაქა“ განმარტავს, რომ ხორბლის ფქვილის პროდუქციის დეფიციტსა მარაგებთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებითპრობლემები არ არსებობს.  


იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სავაჭრო ობიექტი ხორბლის ფქვილის მარაგებთან დაკავშირებული დეფიციტის წინაშე დადგება, კომპანია მზად არის, რომ მოახდინოს პროდუქციის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფა და მისი მარაგების შევსება.


„ვინაიდან, ხორბლის ფქვილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, წარმადობის კუთხით დავამატეთ ღამის ცვლა და წარმოება  მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რომ დროულად მოვახდინოთ სხვადასხვა ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება.


არსებული გრაფიკიდან და პროდუქციის უწყვეტ რეჟიმში წარმოებიდან გამომდინარე, დამატებითი სამუშაო ადგილებიც შევქმენით და აქტიურად ვეძებთ 10 ახალ თანამშრომელს სენაკისა და ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, საწარმოო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა პოზიციებზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდენ წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე ან დარეკონ აღნიშნულ ნომერზე 577 282 390“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა.



„წისქვილკომბინატი „ბარაქა“ (შპს ბეღელი) 2007 წელს ხორბლის ფქვილის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით დაარსდა. კომპანიის მფლობელობაშია ორი წისქვილკომბინატი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რომელთა ჯამური წარმადობა თვეში 7,000 ტონას აღწევს. პროდუქციის რეალიზაცია საცალო, კორპორატიული და საბითუმო გზით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო ქსელებში ხორციელდება. წისქვილკომბინატს 200-ზე მეტი სტაბილური მომხმარებელი ჰყავს. კომპანია საქართველოს ბაზარზე სამი დასახელების პროდუქტით არის წარმოდგენილი: „ბეღელი“, „თონე“ და „ბარაქა“

 




თეგები:
ბარაქა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up