“წისქვილკომბინატების ფასები ზღვარზეა“ - ლევან სილაგავა

“წისქვილკომბინატების ფასები ზღვარზეა“ - ლევან სილაგავა

access_time2019-02-01 23:10:31

“დღეს ფორსმაჟორული სიტუაციაა, წისქვილკომბინატების ფასები ზღვარზეა” - ამის შესახებ Bm.ge-ის “ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა.


მისი განმარტებით, რუსეთში ხორბლის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა, რაც საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ფასზე პირდაპირ აისხება, რადგან ქვეყანა არ არის ხორბლის მწარმოებელი და 90%-ით იმპორტზეა დამოკიდებული.


“ჯერ-ჯერობით ყველანაირად ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას, თუმცა როდამდე შევძლებთ ამას, საბოლოო დადასტურებულ პასუხს ვერ ვიტყვი; სიტუაცია საკმაოდ რთულია, როგორც მსოფლიო დონეზე, ასევე რეგიონალური მასშტაბით. როდესაც რუსეთში ხორბლის გაძვირება დაიწყო, 1 ტონა ხორბლის ფასმა ერთ კვირაში 190 დოლარიდან 230-240 დოლარამდე მოიმატა. ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა უცებ აისახა ფქვილის და შემდეგ პურის ფასზე და პრაქტიკულად პანიკა დაიწყო“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.


როგორც ,,ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი განმარტავს, ფქვილისა და პურის ფასის მკვეთრი ზრდა რომ არ მოხდეს, ქვეყანაში ხორბლის მარაგი უნდა არსებობდეს.


“ჩვენ წესით მომზადებული უნდა ვიყოთ ასეთი კრიზისებისთვის. ქვეყანაში უნდა არსებობდეს გარდამავალი მარაგი, რაც სასურსათო უსაფრთხოების გარანტია; სასურსათო უაფრთხოება ერთ სულ მოსახლეზე არსებული ხორბლის რაოდენობით იანგარიშება. 2008 წლის კრიზისის შემდეგ გაეროს რეკომენდაციაა, რომ ყველა ქვეყანას სასურსათო ხორბლის მოხმარების 12 % გარდამავალ მარაგად ედოს, რომ მან უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

რა ხდება ჩვენთან? წლების განმავლობაში ეს მარაგები იქმნებოდა; უკანასკნელ ათწლეულში ორი კრიზისი გვქონდა, 2013-2014 წელში და 2008 წელში. ამ მარაგებმა საშუალება მოგვცა, საშუალო შეწონილი ფასით, ეს პერიოდები იოლად გადაგვეტანა და ხორბლის ფასი არ გაზრდილიყო; შესაბამისად, ეს კრიზისები ფქვილისა და პურის ფასზეც მნიშვნელოვნად არ აისახა“ - განმარტავს ლევან სილაგავა.



მისივე თქმით, ქვეყანაში მარაგების დაგროვება მას შემდეგ შეწყდა, რაც ხორბლის შემოტანა საავტომობილო ტრანსპორტით დაიწყო. მანამდე მარაგების შევსება ძირითადად რკინიგზით და გემით ხდებოდა, სამანქანო ტრანსპორტით კი მცირე რაოდენობით შემოდიოდა.


“ბოლო სამი წელია 14-ჯერ გაიზარდა სამანქანო ტრანსპორტით ხორბლის შემოტანა; რუსულ მხარეს ეს ხორბალი არარეგისტრირებული იყო და ფასიც შედარებით დაბალი გამოდიოდა, გემით და რკინიგზით შემოტანილ ხორბალთან შედარებით. ყველა კმაყოფილიყო იყო შექმნილის სიტუაციით, წისქვილკომბინატებმა და ტრეიდერებმა თავი დაანებეს რკინიგზითა და გემით ხორბლის შემოტანას და ყველა მანქანებზე გადავიდა. შესაბამისად, აღარ ხდებოდა ქვეყანაში ხორბლის მარაგების დაგროვება“ - განაცხადა სილაგავამ.


მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველომ დაიწყო ხორბლის მარაგების შევსება, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი სრულად შევსება ვერ მოხერხდა;


“ეს ის როდენობა არ არის, რომ ქვეყანამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. მინიმუმ ორთვიანი მარაგი უნდა არსებობდეს. სიტუაციას ართულებს ის მომენტიც, რომ თურქეთი ძალიან დიდი რაოდენობით ხორბალს ყიდულობს მარაგების შესავსებად, რაც კიდევ უფრო ზრდის ფასს“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.


მისივე თქმით, საბოლოო მონაცემებით, ერთი ტომარა 50 კილოგრამიანი, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 49-50 ლარის ფარგლებშია, ხოლო 1 ტონა ხორბლის ფასი, ფოთის პორტში, 250 -260 დოლარია.




bm.ge


თეგები:
Bm.ge



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up