„წისქვილკომბინატები ზარალზე ვმუშაობთ“ - მოსალოდნელია თუ არა ფქვილის გაძვირება

„წისქვილკომბინატები ზარალზე ვმუშაობთ“ - მოსალოდნელია თუ არა ფქვილის გაძვირება

access_time2020-03-02 18:00:44

დღეის მდგომარეობით   წისქვილკომბინატები ზარალზე ვმუშაობთ.” – წისქვილკომბინატ ‘’ბარაქა’’-ს დირექტორი “კომერსანტთან“ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის გაძვირებაზე და შესაბამისად ფქვილზე ფასის მატების ტენდენციაზე საუბრობს.


როგოც ცნობილია, საერთაშორისო ბაზარზე  ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე ხორბლის ფასი 30$-ით გაძვირდა, რაც  84 ლარს უდრის.


„კომერსანტი” დაინტერესდა წიქვილკომბინატების პოზიციით ფქვილის გაძვირებასთან დაკავშირებით. „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილი კითხვაზე, თუ რითია გამოწვეული ფქვილის გაძვირება საქართველოში პასუხობს, რომ აღნიშნული კომბინატი არსებული მარაგების ხარჯზე ცდილობს გაძვირება მინიმუმამდე მიიყვანოს, თუმცა ხორბლის ფასი მზარდია და სამომავლოდ შესძლოა ფქვილის ფასიც კვლავ გაიზარდოს.


საერთაშორისო ბაზარზე ცვლილების გათვალისწინებით წისქვილკომბინატებს მოგვიწია ფქვილის ფასი გაგვეძვირებინა, მაგრამ ეს გაძვირება ჩვენი მხრიდან მიზერული იყო. ამ პერიოდში საქართველოში ფქვილის ფასი გაძვირებულია 2-3 ლარით, რაც 1- ტონაზე რომ გადავიანგარიშოთ  40-60 ლარია. ამ პერიოდისთვის არსებული მარაგების ხარჯზე შევძელით  ფასის გაძვირება მინიმუმადე დაგვეყვანა, მაგრამ  ხორბლის ფასი არსებული მონაცემებით მზარდია და თუ ასე გაგრძელდა მოსალოდნელია, რომ ფქვილის ფასი კიდევ გაძვირდეს. ჩვენც, როგორც ყველა ბიზნესოპერატორი, წარმოვადგენთ კომერციულ ორგანიზაციას და დამოკიდებულები ვართ ნედლეულის ფასზე.“ - ამბობს ლადო ბიძინაშვილი.



რა ბერკეტები არსებობს იმისთვის რომ ადგილობრივად ფქვილისა და შემდგომშ პურის ფასის გაძვირება თავიდან ავიცილოთ და ბაზარმა დიდი დარტყმა არ მიიღოს, ლადო ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოცემული დარგის სწორი ანალიზი და სისტემური მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს წისქვილკომბინატებზე, რომ საიმპორტო ბაზრებზე მოსავლის პერიოდში მაქსიმალურად დიდი მარაგები შეიქმნას საქართველოში იაფფასიანი ხორბლის.


გაძვირების თავიდან აცილება შეიძლება მოხერხდეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოხმარების მთლიან წლიურ რაოდენობას შევიძენთ მოსავლის აღების პერიოდში , როცა ხორბლის ფასი ყველაზე დაბალია და მთელი წლის განმავლობაში მომავალ მოსავლამდე ერთი და იგივე ფასი გვექნება.  მაგრამ ამას ვერცერთი კომერციული ორგანიზაცია ვერ გააკეთებს გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ორგანიზაციას თითქმის 1-2 თვის სამყოფი მარაგის საბრუნავი საშუალება გააჩნია მხოლოდ და დამატებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ფაქტიურად შეზღუდულია ამ დარგისთვის.


 ერთადერთი გამოსავალი ამ კუთხით იქნება, თუ სახელმწიფო ჩაერთვება თამაშში და გარკვეულ სისტემურ გადაწყვეტილებას მიიღებს წისქვილკომბინატების მხარდასაჭერად, მაგალითად დაგვეხმარება საბრუნავი საშუალების შევსებაში“ - აღნიშნავს წისქვილკომბინატი „ბარაქას“ დირექტორი.


ცნობისთვის, საქართველო ყოველწლიურად 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ადგილობრივი ხორბლის წარმადობა მხოლოდ 150-200 ათას ტონას უტოლდება.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up