წელს საქართველოში ხორბლის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან

წელს საქართველოში ხორბლის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან

access_time2018-09-11 09:00:00


საქართველოში მოქმედი წიქვილკომბინატები ამჟამად ერთ ტომარა ფქვილს 44-45 ლარად ყიდიან. ისინი ამ ფასს დაახლოებით ორი კვირაა ინარჩუნებენ.


როგორც წისქვილკომბინატი „ჯეომილის” ხელმძღვანელი ბესარიონ ბეჟაშვილი ამბობს, თუ მსოფლიო ბაზარზე ფასები შენარჩუნდება და ლარი დოლართან მიმართებაში არ დაეცემა, ფქვილი არ გაძვირდება.


„დღეისათვის იმპორტირებულ ტონა ხორბალს 650-680 ლარად ვყიდულობთ, საქართველოში მოყვანილში კი 550 ლარს ვიხდით. როგორც ხედავთ, ადგილობრივი ხორბალი იმპორტირებულთან შედარებით დაახლოებით 100 ლარით იაფია. მაგრამ ქართული ხორბალი სიმცირის გამო ფასწარმოქმნაზე გავლენას ვერ ახდენს.



ჩვენ შესყიდვებში ქართული ხორბალს მაქსიმუმ 10%-იანი წილი უკავია. შესაბამისად ადგილობრივ ბაზარს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასები განსაზღვრავს. ამიტომ თუ მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები შეზღუდვებს შემოიღებენ და ფასს გაზრდიან, ნედლეული ცხადია, გაგვიძვირდება. ჯერ ფასის გაზრდას არ ვაპირებთ. მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება, ვერ გეტყვით. შესასყიდი ფასი ლარის კურსზეა დამოკიდებული. თუ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ეს ფქვილსაც გააძვირებს”, - ამბობს ბესარიონ ბეჟაშვილი.



იმპორტირებული ხორბლის გაძვირების შემდეგ ფასი საქართველოში მოყვანილ მარცვლეულზეც გაიზარდა. კილოგრამ ხორბალს ადგილობრივი ფერმერები 50-55 თეთრად ყიდიან. ამის მიზეზად ისინი მსოფლიო ბაზარზე ხორბალზე ფასების ზრდას ასახელებენ.
წელს კახეთში კარგი მოსავალია. ჰექტარზე ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 4-დან 6 ტონამდე მერყეობს.




სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხორბლის მოსავალის შესახებ მონაცემები ჯერ არ აქვს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ წელს მოსავალი გაორმაგებულია. (2017 წელს საქართველოში 97,9 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა, 2016 წელთან შედარებით თითქმის 22%-ით ნაკლები, რაც ცუდი კლიმატური პირობებით იყო გამოწვეული).


ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ხორბალის ფასის ზრდა შეჩერდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება გადაიფიქრა.


რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ არ უნდა ექსპორტზე გადასახადის დაწესება და ქვეყნიდან ხორბლის გატანას სხვა ხერხებით შეზღუდავს. თუმცა, ხორბლის ბაზარი კვლავაც მერყევია. სპეციალისტებს სამომავლოდ ფასების პროგნოზირება უჭირთ, რადგან ევროპასა და რუსეთში წელს ხორბლის ცუდი მოსავალია. გერმანიაში, რომელიც ევროპისთვის ხორბლის უმსხვილესი მიმწოდებელია, გვალვის გამო მოსავალი კატასტროფულად დაბალია. უკრაინაში, რომელიც ასევე, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, საუბრობენ, რომ ქვეყნიდან ფიქსირებულ რაოდენობაზე მეტი მარცვლეული არ გაიტანონ.


ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა არ გამორიცხავს, რომ თუ ექსპორტიორებმა გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესეს, საქართველო შესაძლოა იმპორტი ყაზახეთიდან დაიწყოს.


ნონა ქვლივიძე





დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up