„წისქვილი ჯგუფი“ წყნეთში ძველ რესტორანს ანგრევს და ახალს აშენებს

„წისქვილი ჯგუფი“ წყნეთში ძველ რესტორანს ანგრევს და ახალს აშენებს

access_time2019-08-12 17:30:01

„წისქვილი ჯგუფი“ წყნეთში ახალ რესტორანს აშენებს. ​თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა. ახალი რესტორანი ძველის ადგილზე აშენდება, რომლის დემონტაჟიც უკვე დაწყებულია.


პროექტით გათვალისწინებულია ერთსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც თავისი მოცულობითი გადაწყვეტით ბუნებრივად ჩაეწერება მიმდებარე ტერიტორიის დაბალი ინტნესივობის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განაშენიანებაში და ფუნქციური თავლსაზრისით უფრო გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს გახდის მიმდებარე არეალს.


„წისქვილი ჯგუფს“ ინვესტიციის ოდენობისთან დაკავშირებით კომერსანტი“ დაუკავშირდა, თუმცა თანხის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს.



არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ტერიტორია განაშენიანებული იყო რესტორნის ფუნქციის შენობა-ნაგებობებით და მასზე ფუნქციონირებდა რესტორანი „წისქვილი“, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. საპროექტო ტერიტორიაზე 2018 წლის მაისში  გაიცა ბრძანება შენობების დემონტაჟის  ნებართვაზე, ხოლო 2018 წლის მაისშივე შენობის ადგილას დადასტურდა პირველი კლასის ფანჩატურისა და პირველადი მოხმარების სასაქონლო მაღაზიის განთავსების შესაძლებლობა.



პროექტი შპს “სტუდია 9“-მ მოამზადა, მთავარი არქიტექტორი კი აკაკი ჩხაიძე.



„წისქვილი ჯგუფს“ დღეს რამდენიმე რესტორანს აერთიანებს: ლუდის მოედანი, ეთნო წისქვილი, წისქვილი ვაკეში, ეკო რესტორანი წისქვილი წყნეთში და ღვინის ეზო. კომპანიამ სარესტორნო ბაზარზე ოპერირება 17 წლის წინ დაიწყო.


ბაჩო ადამია






„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...


მსგავსი სიახლეები

up