წისქვილი ჯგუფმა ვაკეში ბაზარი გახსნა

წისქვილი ჯგუფმა ვაკეში ბაზარი გახსნა

access_time2021-06-16 12:00:27

„წისქვილი ჯგუფი“ რითეილ სექტორში შევიდა და ბიზნესის დივერსიფიცირება გადაწყვიტა. კომპანიამ, რომელიც დღეს რამდენიმე რესტორანს აერთიანებს, ძველი თბილისის თემატიკით ვაკეში პირველი „ბაზარი“ გახსნა.

 

როგორც „კომერსანტს“ „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ გელანტია უყვება, ეს არის კონცეფცია, რომელიც ძველთბილისურ ბაზარსა და თანამედროვე სუპერმარკეტის კომბინაციას წარმოადგენს. მისივე თქმით, კომპანიამ პანდემიისა და სარესტორნო სექტორში არსებული პრობლემების გამო გადაწყვიტა რითეილ სექტორში შესვლა და სამომავლოდ დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე „ბაზარი“ გაიხსნება.

 



„პანდემიის დროს ბიზნესის დივერსიფიცირების აუცილებლობა დადგა - სარესტორნო ქსელებს შეექმნათ პრობლემები და ის რესურსი რაც გვქონდა მაქსიმალურად გვინდოდა გამოგვეყენებინა, შეგვეძლო წარმოების გაფართოება და შესაბამისად ჩაიდო ინვესტიციები. კომპანიამ გადაწყვიტა,  რომ რითეილში შესულოყო, რისთვისაც თავისი გამოცდილი მენეჯმენტი და სხვა პარტნიორი კომპანიების შრომითი რესურსი გამოიყენა. „ბაზრის“ იდეის  ხორცშესხმა მოხდა 6 თვის განმავლობაში და 15 ივლისს წარვსდექით მომხმარებლის წინაშე .

 

„ბაზარი“ - ეს არის ძველი თბილისური ბაზრის და თანამედროვე სუპერმარკეტის სინთეზი. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა ძველი თბილისური ელემენტებით, ორნამენტებით, სიჭრელით, პერსონალის ჩაცმულობით, რომელზეც „სამოსელი პირველმა“ იზრუნა. ეს ყველაფერი განწყობას ქმნის და გვაბრუნებს ძველ თბილისურ გარემოში.


 

ძველი თბილისური ბაზარი, როგორც დედაქალაქის უმთავრესი ტრადიცია, გონებაში წარმოდგენილი კადრებითა და მასთან დაკავშირებული ემოციების დახმარებით გავაცოცხლეთ  - ინტერიერი და ექსტერიერი,  სტილისტიკა და ლოგოტიპი სტუდიო 9-სთან ერთად შეიქმნა.  ხელით დაიხატა ფირნიშები ქართველი მხატვრის მიერ.

 

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ჩვენი ნახევარფაბრიკატები მზადდება 100 პროცენტით ნედლი ქართული ხორცისგან, ეს ყველაფერი პროდუქტის საგემოვნო თვისებებზე აისახება ისევე, როგორც უსაფრთხოებასა და ხარისხზე.

 

გვინდა რამდენიმე თვე დავაკვირდეთ პროექტს, გარკვეული შესწორებები შევიტანოთ და დავგეგმოთ რამდენიმე ობიექტის გახსნა თბილისის მასშტაბით და შემდეგ რეგიონებიც შეიძლება მოვიაზროთ საჭიროების შემთხვევაში“, - ამბობს თამარ გელანტია.

 

„წისქვილი ჯგუფი“ დღეს რამდენიმე რესტორანს აერთიანებს: ლუდის მოედანი, ეთნო წისქვილი, წისქვილი ვაკეში, ეკო რესტორანი წისქვილი წყნეთში და ღვინის ეზო. კომპანიამ სარესტორნო ბაზარზე ოპერირება 17 წლის წინ დაიწყო.





მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up