წინგადადგმული ნაბიჯი ნულოვანი ემისიისკენ - კომპანია MAN ელექტრო და წყალბადისძრავიან სატვირთოებზე მუშაობს

წინგადადგმული ნაბიჯი ნულოვანი ემისიისკენ - კომპანია MAN ელექტრო და წყალბადისძრავიან სატვირთოებზე მუშაობს

access_time2022-07-07 14:05:56

  • MAN Truck & Bus მომავლის მწვანე და ეფექტიანი ძრავის სისტემებს სატვირთო ავტომობილებში ნერგავს.

 

Man Truck & Bus ელექტროძრავის მქონე სატვირთო მანქანების წარმოებას მიუნხენში 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს. შედეგად, კომპანია ნულოვანი ემისიის მქონე კომერციულ მანქანებზე გადასვლის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

 

„მომავალი სწორედ ახლა იწყება - ჩვენ გზას ვუხსნით ნულოვან ემისიას“, - სწორედ ამ დევიზით წარადგინა კომერციული მანქანების მწარმოებელმა სერიული წარმოების სატვირთო ელექტრომობილები. უახლოესი წლების გეგმაშია წყალბადის პროექტის განხორციელებაც.

 

MAN-ის პირველი სატვირთო ელექტრომობილები 

 

გერმანული ავტოგიგანტი განაგრძობს აკუმულატორებზე მომუშავე ელექტროამძრავების კვლევასა და განვითარებას. სწორედ ამ სისტემით იმუშავებენ მსოფლიო ბრენდის სატვირთო მანქანები, რომლებსაც  MAN ბაზარზე  2024 წელს, დაგეგმილზე თითქმის ერთი წლით ადრე წარადგენს.  კომპანიაში ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის სატვირთო ელექტრომანქანებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

ამ მოლოდინების გათვალისწინებით, ორ წელიწადში მიუნხენში მდებარე MAN-ის მთავარი ქარხანა პირველ ეტაპზე 200 ელექტროსატვირთოს გამოუშვებს. ამასთან ერთად, კომპანია აკუმულატორების საკუთარი ქარხნის შექმნასაც აპირებს.

 


2025-მდე ელექტრო- და დიზელის ძრავაზე მომუშავე სატვირთო მანქანების ღირებულება გათანაბრდება. რაც შეეხება აკუმულატორების ტექნოლოგიის სფეროს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ ცვლილებებს ველით. უპირველესად, ესენია 1000 კმ-მდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა და უფრო მცირე დრო დასამუხტად, რაც, ვფიქრობთ, საათზე ნაკლები იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სატვირთოებით  სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება დიდ მანძილზე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა MAN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე ვლასკამპმა.

 

ახალი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში ავტომობილის აკუმულატორები მთავარი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, MAN-მა აკუმულატორების  აწყობის საკუთარ სქემაზე მუშაობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტექნიკური ცენტრის eMobility-ს  შექმნა, სადაც პირველი აკუმულატორების პაკეტები ელექტრომანქანების ტესტირებისა და შიდა ტესტებისთვის ინდივიდუალურად იწარმოება.



ტრანსპორტის ინდუსტრიის ტრანსფორმაციისთვის გადამწყვეტია დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამისათვის TRATON Group, MAN Truck & Bus-ის დედაკომპანია, ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, ევროპაში მაღალი ხარისხის დამტენი ქსელის მოწყობაში აქტიურადაა ჩართული.

 

 

MAN წყალბადზე მომუშავე სატვირთოებს 2024 წელს წარადგენს

 

MAN-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წყალბადზე მომუშავე სატვირთოებია, რომლებიც შორ მანძილზე გადაზიდვებს მოემსახურება. ამ ეტაპზე კომპანია წყალბადის ტექნოლოგიების დარგში არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას ამუშავებს. პროექტს ბავარიის მთავრობა 8.5 მლნ ევროთი აფინანსებს.  

 

პროგრამის ფარგლებში MAN წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანას, სატრანსპორტო დარგის პარტნიორებთან - Bosch-თან, Faurecia-სთან და ZF-სთან ერთად ქმნის. პირველი სატვირთო მანქანები 2024 წელს ხუთ მომხმარებელს, BayWa-ს, DB Schenker-ს, GRESS Spedition-ს, Rhenus Logistics-სა და Spedition Dettendorfer-ს გადაეცემა, რა დროსაც ტექნიკას რეალურ პირობებში ერთი წლის განმავლობაში გამოცდიან.

 

MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.


(R)


თეგები:
MAN თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up