„Wine Spectator-ი მხოლოდ ამერიკის ბაზარზე არსებული ღვინოების შესწავლითაა დაკავებული" - ქართველი მეღვინეები Top-100-ში არმოხვედრას განმარტავენ

„Wine Spectator-ი მხოლოდ ამერიკის ბაზარზე არსებული ღვინოების შესწავლითაა დაკავებული" - ქართველი მეღვინეები Top-100-ში არმოხვედრას განმარტავენ

access_time2016-12-21 10:10:33

ქართული ღვინის მწარმოებლების ნაწილი ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მაღალი კლასის ღვინო ფაქტობრივად, არ იწარმოება, უარყოფს. ამერიკული Wine Spectator-ის მიერ გამოქვეყნებულ წლის შემაჯამებელ რეიტინგში ქართული პროდუქციის არმოხვედრის მიზეზად კი მწარმოებლები ჟურნალის მიერ მხოლოდ ამერიკის ბაზარზე არსებული ღვინოების შესწავლას ასახელებენ.


ქართული ღვინის და ვენახების დაბალი კლასის შესახებ  განცხადება „სომელიეთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა შალვა ხეცურიანმა „კომერსანტთან" ავტორიტეტული ჟურნალი Wine Spectator-ის მიერ გამოქვეყნებული წლის შემაჯამებელი მონაცემის კომენტირებისას გააკეთა. როგორც ცნობილია, ტრადიციული ყოველწლიური შეჯამების მიხედვით, ქართული ღვინო 100 საუკეთესო ღვინოში ვერ მოხვდა. შალვა ხეცურიანის განცხადებით, დღეს საქართველოში მაღალი საერთაშორისო კლასის ღვინოების არსებობა იშვიათობაა. მისი განცხადებით, ასეთი  ღვინოების წარმოება მხოლოდ მაღალი კლასის ვენახებიდანაა შესაძლებელი,  რაც საქართველოში იშვიათობაა.


„კომერსანტი" დაინტერესდა ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენელების პოზიციით, თუ რატომ ვერ მოხვდა საქართველო მსოფლიოს Top-100-ში და რეალურად, ხდება თუ არა ქვეყანაში მაღალი კლასის ღვინის წარმოება?


ღვინის მწარმოებელი კომპანია Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, შეფასებები და დეგუსტაციები ინდივიდუალურია. თუმცა, მისივე მტკიცებით, ის, რომ ქართული ღვინო ამ რეიტინგში ვერ მოხვდა, უარყოფითი არ არის. აბრამიშვილის მტკიცებით, ტარდება სხვა კვლევებიც, რომელშიც შარშან Schuchmann Wines-ი 100 საუკეთესო მეღვინეთა შორის მოხვდა. საუბარია, გამოცემა wine &spirit education trust-ზე. 

 

„100 კომპანიას შორის ერთადერთი ქართული, მწვანე ღვინო მოხვდა. ეს იმას ნიშნავს,. რომ ერთი მხრივ ყურადღება ექცევა ღვინოს, როგორც პროდუქტს და მეორე მხრივ, ღვინის სამშობლოს პრიორიტეტი ენიჭება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სექტორისთვის დიდი მოტივაციაა ის, რომ მთავრობასთან ერთად საქართველო მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს, რის შედეგადაც მთლიანად სექტორი მსოფლიო ბაზარზე უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. პროცესი გრძელვადიანია, თუმცა უკვე დაწყებულია. მსოფლიოს ბაზრებზე, იქ სადაც კონკურენცია უზარმაზარია, 1-2 დღეში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ვერ მოვახდენთ"-აცხადებს აბრამიშვილი. 

 

აბრამიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოში მაღალი კლასის ღვინო არ იწარმოება. მისი მტკიცებით, ქვეყანაში ღვინის 8 000 წლიანი კულტურაა. მისი თქმით, ქართული ღვინო ძალიან ძვირი ღირს გამომდინარე იქედან, რომ რაოდენობა ლიმიტერებული და ექსკლუზიურია.



მისი განცხადებით, სტატისკურად, ღვინის გაყიდვები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ დიდია გამომდინარე მათი ბაზრების ფინანსური დევალვაციისა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოდან უხარისხო ღვინო გადის.



„მე ძალიან კარგ არგუმენტს მოვიყვან. თვის ბოლოს კულტურის სამინისტროს ეგიდით იმართება „იუნესკოში" აღიარებული და დაცული არამატერიალური აქტივების პრეზენტაცია. ეს არის ქართული ქვევრი, ქართული დამწერლობა და ქართული პოლიფონია. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთშორისო არენაზე ქართული ქვევრის ღვინოს უკვე დიდი როლი უჭირავს. ის ერთი მხრივ დაცულია როგორც ეროვნული საგანძური და მეორე მხრივ, აღიარებულია „იუნესკოს" მიერ. ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარებაა. ქვევრის ღვინო ძალიან ძვირია და ექსკლუზიური პროდუქტია"-აცხადებს აბრამიშვილი.

 


რაც შეეხება ვენახების კლასს, მისი შეფასებით, იმ ქვეყანაში, სადაც 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია, არ შეიძლება ნიადაგის არასრულფასოვნებაზე საუბარი. აბრამიშვილის განცხადებით, კომპანია Schuchmann Wines-ი 120 ჰექტარ მაღალხარისხიან ვენახს ფლობს. მისივე მტკიცებით, ანალოგიური მდგომარეობაა ღვინის სხვა კომპანიებშიც.


 


ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონის" დამფუძნებელი გოგი სალაყაია აცხადებს, რომ ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, თითქოს საქართველოში მაღალი კლასის ღვინო არ იწარმოება. სალაყაიას განცხადებით,საქართველოში საერთაშორისო დონის ძალიან მაღალი კლასის ღვინოებია და პრობლემა სულ სხვა რამეშია. კერძოდ, მისი ინფორმაციით,ავტორიტეტული ჟურნალი Wine Spectator-ი მხოლოდ ამერიკის ბაზარზე არსებული ღვინოების შესწავლით არის დაკავებული. ამერიკაში კი ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.



„Wine Spectator-ში ამიტომაც ვერ მოვხვდით. ეს რეიტინგი მხოლოდ ამერიკაში იმპორტირებული ღვინოების მიხედვით კეთდება. ამერიკის ბაზარზე კი ქართულ ღვინოს ძალიან დაბალი წილი უჭირავს", - აცადებს სალაყაია.



რაც შეეხება ვენახების კლასს და მაღალ ხარისხს, სალაყაიას განცხადებით, კომპანია „ბადაგონს" პრაქტიკულად, თითოეული ვენახი და ნიადაგი აქვს შესწავლილი. „კომპანიას გამოკვლეული აქვს ვენახები, დაწყებული დნმ-იდან დამთავრებული საბოლოო პროდუქტამდე. ისე არცერთი ბოთლი ღვინის წარმოება არ ხდება. კომპანია „ბადაგონისთვის"ნიადაგის შესწავლა პრიორიტეტია. თუმცა, ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული"-აცხადებს სალაყაია.



ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღინოს" დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილისთვის უცნობია, რატომ არ მოხვდა ქართული ღვინო ამერიკული გამოცემის რეიტინგში ან საერთოდ, გამოკვლეული იყო თუ არა ქართული პროდუქტი. „ამ სიაშია არგენტინული ღვინო, რაც გასაკვირი არ არის და არის ბერძნულიც"-აცხადებს მარგველაშვილი.


ამასთან, მარგველაშვილი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, თითქოს საქართველოში მაღალი კლასის ღვინო არ იწარმოება. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში კომპანია „თბილღვინო" პრემიალურ ღვინის კონკურსებზე ინტენსიურად, ძალიან ბევრ მედალს ღებულობს. მისივე თქმით, ანალოგიურის თქმაა შესაძლებელი ქართული ღვინის სხვა კომპანიებზეც.

 


„წლიდან წლამდე ქართული ღვინის კომპანიები უფრო და უფრო მეტ მედლებს იღებენ"-აცხადებს მარგველაშვილი.

 


რაც შეეხება ქართული ღვინის და ვენახების ხარისხს, მარგველაშვილი აცხადებს, რომ კომპანია „თბილღვინომ" მიმდინარე წელს თავისი მაღალტექნოლოგიური ვენახებიდან პირველი მოსავალი მიიღო. „ 2017 წელს საკმაოდ დიდი მოცულობის მოსავალს ველოდებით. ჩვენი ვენახი არამარტო იმიტომაა მაღალი კლასის, რომ იქ წვეთოვანი სისტემაა დანერგილი, არამედ იმიტომ, რომ იქ გამოიყენება წამყვანი გერმანული კომპანიების სასუქი"-აცხადებს მარგველაშვილი.

 


კომპანია „მურკადო ვაინის" დამფუძნებელი ლადო უზუნაშვილი აცხადებს, რომ საქართველო აწარმოებს მაღალი კლასის ვენახებიდან მაღალი კლასის ღვინოებს. „თუ ვინმეს ამისი ცნობები არ გააჩნია, თავი შეიწუხონ, მიაკვლიონ ამ ღვინოებს, მათ მწარმოებლებს, იმის გათვალისწინებით სად არის ეს ვენახები, რა ნიადაგობრივ მოცემულობებში და ვინ დგანან ამ ღვინოების წარმოების უკან.თუ ეს ინფორმაციები საქართველოში კონკრეტულ პირებს არ გააჩნიათ, ჩვენ შეგვიძლია მივეხმაროთ მოძიებაში."-აცხადებს უზუნაშვილი.



მისივე შეფასებით, თუ ქართული ღვინოები პრესტიჟული ჟურნალის ტოპ 100-ში არ მოხვდა, ამის მიზეზი კომუნიკაციის არ არსებობაა. „ ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ მაღალი კლასის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა ვართ. დღეს ამ მიმართულებით მარკეტინგი და სტრატეგია მკვდარია.

 


განსხვავებული პოზიცია აქვს ღვინის კომპანია "მადლიანის" ხელმძღვანელ დიმიტრი ლებანიძეს. მისი განცხადებით, საქართველოში მაღალი კლასის ღვინის წარმოება ძალიან იშვიათობაა. მისი თქმით, ძალიან ცოტაა ისეთი კომპანიები, ვინც მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებენ.



ლებანიძის განცხადებით, ამის მიზეზი კომპლექსურია. მისი თქმით, აქ პრობლემაა როგორც ვენახებში, ასევე წარმოების ტექნოლოგიაში. „ მაღალი კლასის ღვინოა, როდესაც ყურძენს ხელით კრეფ, ხდება ტემპერატურის კონტროლი, აუცილებელია სერიოზული დაძველება მუხის კასრებში თუ არის წითელ ღვინოზე საუბარი. ათასი ნიუანსია. ასევე აღსანიშნავია, რომ ვენახის პრეპარატებით მოვლა ძვირი ჯდება. აქედან გამომდინარე, კარგი ვენახები მართლაც იშვიათობაა"-აცხადებს ლებანიძე.

 


მისი თქმით, კომპანია „მადლიანი" საშუალო სეგმეტის ღვინოს აწარმოებს. მაღალი კლასის ღვინის წარმოება საკამოდ ძვირი ჯდება.

 


ავტორი: სოფო ქსოვრელი


 




მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up