კორპორაცია Microsoft-ი 14 იანვარს ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერას შეწყვეტს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპერაციული სისტემის გამოსვლიდან 10 წელი გავიდა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ Windows 7-ზე მომუშავე კომპიუტერები კვლავ იმუშავებს, თუმცა მათი ტექნიკური მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შეწყდება. გარდა ამისა, მოძველებული ოპერაციული სისტემის მომხმარებლები უსაფრთხოების სისტემის განახლებებს აღარ მიიღებენ, რაც მათ კომპიუტერებში ვირუსების შეღწევის რისკს ზრდის.
Microsoft-მა მომხმარებლებს Windows 10-ზე გადასვლა ურჩია.
Imedinews