„წინა საახალწლო  პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ“ - აკაკი ცომაია

„წინა საახალწლო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ“ - აკაკი ცომაია

access_time2022-11-22 21:25:14

რა ამყარებს  ლარს  დოლართან  მიმართებით და  რა პროცესებმა შეუწყო ხელი კურსის შენარჩუნებას ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ ისაუბრა, მისი თქმით,  ლარს ამყარებს  საგარეო მოთხოვნის მკვეთრი ცვლილება და ზრდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. მისივე თქმით, ლარის კურსის გამყარებას ხელი შეუწყო უცხოური ვალუტის ჭარბმა შემოდინებამაც.


„წინასაახალწლო  პერიოდის დასაწყისთან დაკავშირებით, ლარზე მოთხოვნა იზრდება , შესაბამისად  თანაბარ პირობებში, თუ სხვა ფაქტორებთან საქმე არ გვექნება , ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ.  კიდევ  ერთი რაც ლარის სიმყარესთან არის დაკავშირებული, არის ეროვნული ბანკის  გამკაცრებული მონეტარული  პოლიტიკა, რომელიც ასევე  ხელს  უწყობს მყარი კურსის  შენარჩუნებას“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

 

ცომაია ქვეყანაში ინფლაციის მაღალ დონესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა.



„ არა მხოლოდ  საქართველოს  ეროვნულმა  ბანკმა,  არამედ  მსოფლიოს  ცენტრალურმა  ბანკებმა  პოლიტიკის  გამკაცრება დააგვიანეს, რამაც მოგვცა  საკმაოდ  დიდი  ინფლაციის  ტენდენციები, მათ გვიან  დაიწყეს  პოლიტიკის  გამკაცრება,  ამდენად  ინფლაციის  მაღალი დონე  შემაწუხებელი ხდება  საზოგადოებისთვის, ცხადია, რომ აქ  ეროვნულ  ბანკს  არჩევანი არ აქვს და მან პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს მანამ,  სანამ  ინფლაციის  დონის  მოთოკვას  ვერ  შეძლებს,  ჯერჯერობით მოცემულ  მომენტში ვერ  ვხედავთ იმ მდგომარეობას,  რომ ინფლაციის  დონე  მოთოკილია.

 კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა  ინფლაციის  შემცირებას,  აკაკი  ცომაია  პასუხობს, რომ ალბათ  უფრო  უნდა  ველოდოთ, რადგან მსოფლიო  ბაზარზე  ფასების  დონის შემცირება შეინიშნება და ამან უნდა მოახდინოს  საქართველოზე გავლენა.

„მსოფლიოში  გლობალურ  სასურსათო  პროდუქციაზე  ფასების  დონის კლების  ტენდენცია  შეინიშნება და ჩვენ გვაქვს  მოლოდინი, რომ ამან  საქართველოს  ეკონომიკაზე ასახვა  უნდა ჰპოვოს, მაგრამ ჯერჯერობით ინფლაციის  დონე  კვლავ მაღალია, ამიტომაც  ცენტრალური  ბანკი მკაცრ  მონეტარულ  პოლიტიკას  ინარჩუნებს.  მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ შედეგი უნდა გამოიღოს , დაკრედიტების  მიმართულება უნდა  შემცირდეს, თუ საგარეო მოთხოვნის დინამიკა შემცირდება რასაც  ვხედავთ ჩვენ  ბოლო  პერიოდში, ეს უარყოფით  გავლენას  ახდენს  ფასების  ზრდაზე და შესაბამისად,  ინფლაციის  დონე არ უნდა იყოს  ისეთი მაღალი, როგორიც  ჩვენ  გვქონდა  ამ წელს,  მე  არ  ვიცი  3% -ს  დაუახლოვდება  თუ არა, თუმცა  დინამიკა  საქართველოში  იმის გათვალისწინებით, რასაც  ახლა  ვუყურებთ, კლებისკენ უნდა წამოვიდეს“, - აღნიშნა  აკაკი ცომაიამ.

 


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up